3 პენალტი - ჩრდილოეთ მაკედონიამ სომხეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში, C დივიზიონის 1-ელ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ჩრდილოეთ მაკედონიამ საკუთარ მოედანზე სომხეთი 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს, სტუმრებმა კი, რომლებსაც გუნდის ლიდერი მხითარიანი ვერ დაეხმარა, ანგარიში კომპენსირებულ დროში პენალტით შეამცირეს.

სომხეთის ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი ჩრდილომაკედონიელებს უმასპინძლებს.

სკოპიე. "ფილიპ II"
ჩრდ. მაკედონია - სომხეთი 2:1
გოლები: 1:0 ალიოსკი (4, პენ), 2:0 ნესტოროვსკი (38, პენ), 2:1 ბარსეგიანი (90+4, პენ)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენებს ვუკიჟინებთ ხოლმე და მდორე პირველ ნახევარში საქართველოს ჩემპიონატის მატჩი მეგონა. მეორეს ბოლო 10 წუთი ითამაშეს ფეხბურთი და ეგ იყო. თამაშით სომხებმა აჯობეს, მაგრამ ორივე ერთი დონის გუნდია და თუ თავი მოგვაქვს ჩვენი ტალანტებით ადვილად უნდა დავჯაბნოთ.
emigranti
19:53 05-09-2020
0

სიახლეები პოპულარული