კვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

AutoSharing Option
ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"მოგესალმებით. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, თითქოს ბურთი წაგვართვეს. ფსიქოლოგიურად ძნელი გახლდათ, დაბრუნება კი - უფრო რთული. დიდი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის შემდეგ შენი ქვეყნის სახელით თამაში. არ არის მარტივი 3-თვიანი შესვენების შემდეგ 9 დღეში ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება.

მე და ჯაბა 24 საათი მოვდიოდით თბილისში ჩამოსასვლელად, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. არ
მესმის, რატომ დარჩა ხალხი უკმაყოფილო ესტონეთში 1:0 გამარჯვებით. სწორად ვიმოქმედეთ და ქაღალდზე უფრო ძლიერი მეტოქის - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდაც მოვემზადეთ.

"დინამო არენაზე" შეკრებილი ქართველი მაყურებელი წნეხი ჩვენთვის არასდროს ყოფილა, პირიქით, უდიდესი ძალაა. ბევრ ჩემს უცხოელ ნაცნობს უთქვამს, რომ თბილისელი პუბლიკის თვალწინ თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია. მათ გარეშე თამაში კარგი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით იქნებიან".

მკითხველის კომენტარები / 38 /
იტალიას რომ 3:0 მოვუგოთ გამოჩნდება ვიღაც ვინც იტყვის 4:0 რატომ არ მოვიგეთო,ასე რომ დაიკიდეთ,მე პირადად თანახმა ვარ რომ ყველა მატჩი 1:0 მოიგოთ )))
ბათუმის ფანი
08 სექტემბერი 2020 13:49
3
თამაში მოგებულია, პირველი 3 ქულა აღებულია. ხარისხი და ტაქტიკა იმ თამაშის მოსაგებად საკმარისი იყო. ვისაც სპორტის შესახებ რაიმე წარმოდგენა აქვს, უნდა იცოდეს, რომ გუნდი და სპორტსმენი ემზადება კონკრეტული შეხვედრისათვის, რომლის ხარისხს, ტაქტიკას და გადანაწილებას(ზოგჯერ შემადგენლობასაც) კავშირი არ აქვს სხვა შეხვედრებთან. მოკლედ, ჩემთვის მხოლოდ შედეგია საინტერესო. როგორ და რა ენერგიის ხარჯზე, ეგ მეასეხარისხოვანია.
ლუკა
08 სექტემბერი 2020 12:12
2
ალბათ სპორტთან საკმაო კავშირი გაქვთ. მე ყოფილი რაგბისტი ვარ. ზუსტად ეგრეა, როგორც წერთ. არა მარტო კონკრეტული მატჩისთვის, კონკრეტული მომენტისთვისაც შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედონ. ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ ნელა, ბურთი ან მოიშორო, ან დაიჭირო. გააჩნია მეტოქეს, ანგარიშს და ა.შ. მთავარი შედეგია. წარმატება ნაკრებს.
ლუკა-ს
08 სექტემბერი 2020 15:35
1
რატომ არ ესმის? მოჭარბებული თვითკმაყოფილება დამღუპველია, რა წოტა წაგებები ქონდა ნაკრებს? , როცა უკეთ მართებდა თამაში. მაკედონია, კოსოვო და თუ გინდა ბელარუსი ესტონეთი არ არის. იმ კონკრეტულ თამაშში ბელარუსი ისეთ ფიზიკურ კონდიციებს დაგვიპირისპირებენ თითოეულს 2 კაცი ეჯდება ფეხზე...?!
გუსანი
08 სექტემბერი 2020 11:28
0
ძალიან გაგვახარეთ მოგებით, მაგრამ თამშის ხარისხი არ ვარგოდა მეგობარო. იმედია თქვენც გაიაზრებთ. რათქმაუნდა მიზეზები თქვენ უკეთ გეცოდინებათ და სწორედ იმის იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ სწორ ანალიზს.
უნდა იცოდეთ, რომ მაყურებელს მხოლოდ შემტევი ფეხბურთი მოსწონს და ფეხბურთის მთავარი მიზანიც სწორედ გოლების გატანაა. ესტონეთთან თამაშში იყო ბევრი მომენტი, როცა შესატევი იყო და თქვენ უკან აგორებდით ეს ალბათ ვაისის დავალება იყო და ესეც გვესმის, აი მაკედონიასთან კი მეტი აგრესია და პრესინგი დაგჭირდებათ, უნდა აჩვენოთ, რომ თბილისში საფეხბურთო ამინდს მხოლოდ საქართველოს ნაკრები ქმნის, მოტივაცია უნდა გაუქროთ საერთოდ ფეხბურთის თამაშის.
ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართ და თქვენი იმედი გვაქვს!!!
ალექსანდრე
08 სექტემბერი 2020 11:17
0
კვეკვე, ალბათ ხუმრობს !!! შედეგით და სამი ქულით კი, მაგრამ თამაშის ხარისხით ვინმე იყო კმაყოფილი?!
?????
08 სექტემბერი 2020 11:08
2
ფაქტია რომ სამი ქულა ავიღეთ და ეს რათქმაუნდა კარგია, მაგრამ ისიც დასაფიქრებელია, რომ ვერცერთ მეტ-ნაკლებად ნორმალურ გუნდს ესტონეთთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით ვერ ვაჯობებთ!!! და თუ ვინმე იყო კმაყოფილი ნაკრების თამაშის ხარისხით იმას ალბათ ფეხბურთის არაფერი გაეგება !!!
!
08 სექტემბერი 2020 11:07
2
რა?ესტონეთთან მოიგეთ რის ვაი ვაგლახით და ოვაციებს ელოდით? დიახც თქვენი და თქვენი წინა თაობის ფეხბურთელების ბრალია საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დ და ც დივიზიონში რომ ცოდვილობს და ესტონეთთან,კაზახეთთან, გიბრარტართან,ანდორასთან ან ლიტვასთან მოგება გმირობა გგონიათ.იქნებ გამახსენოთ როდის მოიგეთ სერიოზულ ნაკრებთან ხორვატიის დამარცხედის შემდეგ ოფიციალური თამაში.
me
08 სექტემბერი 2020 10:49
3
1-0 სამი ქულაა ბიძიკო,ანუ უმაღლესი ქულა ჯგუფურ თამაშზე ერთ თამაშში,ეს თუ არ იცი ნუ გამოიდებ თავს წერით
Archils
08 სექტემბერი 2020 01:45
7
ეს ტიპი როგორც ფეხბურთელი და მოაზროვნე, ჩვეულებრივი ფილოსოფოსია... დარწმუნებული ვარ კვეკვე ფეხბურთში დარჩება... ცინცაძეს გავს გამთამაშებელს კალათბურთის ნაკრების... თჯ თამაში წაუვიდა ნებისმიერ მეტოქესთან დადგება...

საჯნტერესო კითხვა მაქვს ეს კაცი ჭადრაკს თამაშობს ნეტა?
მევარმე
08 სექტემბერი 2020 01:19
4
კარგები ხართ კვეკვე. ასე გააგრძელეთ და წინ მრავალი გამარჯვებისკეენ!!! მე მჯერა თქვენი!!!
შოთა
08 სექტემბერი 2020 00:48
3

სიახლეები პოპულარული