8 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ჩვეულად თავშეკავებულად ისაუბრა:
"ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტები არ ვართ. საერთოდ, ჩვენს ჯგუფს აშკარა ფავორიტი არ ჰყავს, ყველას თანაბარი შანსი აქვს. საქართველო კარგი გუნდია და რთული თამაში გველის. მომავალ მატჩში ჩვენს გეგმაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გუნდს მუდამ საუკეთესოდ სათამაშოდ ვამზადებ. კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით.
თქვენი ნაკრებიდან კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, კარგ ფეხბურთს თამაშობს და შედეგს აღწევს. მას პატივს ვცემთ, თუმცა 3 ქულის მოპოვება
გვსურს.
მინდა ნოემბერში ისევ ჩამოვიდეთ და პლეი-ოფის ფინალში შეგხვდეთ. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტირებულნი".
პრესკონფერენციაზე მყოფმა ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა კი თქვა, რომ სომხეთთან ძლიერ სიცხეში ითამაშეს, თბილისში ჩინებული სტადიონია, მინდვრის საფარიც კარგ მდგომარეობაშია და გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.
..და სალაჰი რაზე არ ჩამოიყვანეს? რა, თბილისი არ ეკადრება? თუ რონალდოსავით ერღა ლიგას არ თამაშობს.
P.S. ჩვენ რა თქმა უნდა ორივე ჯერზე გასიამოვნებთ