pressball: იქნებ ქართველებმაც წარუმატებლად მოაწოდონ აუტი - ბელარუსული პრესა ნაკრებს აკრიტიკებს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ყაზახეთთან ბელარუსების გამარჯვება (2:1) "პრესბალმა" საკმაოდ კრიტიკულად, შეიძლება ითქვას, ირონიულად მიმოიხილა.

ბელარუსის ნაკრებმა ყაზახეთს სძლია, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ გეგმა გამოუცნობია.

თითქოს მოწყენის ფორმალური მიზეზი არ არსებობს. გამარჯვება - აი, ისიც. ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა - ბელარუსები აგრძელებენ. თამაში - ნამეტანი არა, მაგრამ მთლად ისეთი არა, როგორიც ალბანელებთან იყო. ქართველებთან შეხვედრისათვის შეიძლება კარგი ხასიათით მოვემზადოთ, თბილისში კი მხოლოდ ერთი მატჩია, ყველაფერი ხდება. შესაძლოა, მასპინძლები საკუთარ კართან წარუმატებლად მოაწვდიან აუტს (ყაზახების აუტის შემდეგ გაიტანა ლისაკოვიჩმა კურიოზული გოლი - რედ.)...

რა
შეუძლიათ ბელარუსებს, ქართველებს შესთავაზონ, რომლებიც უფრო ალბანელების დონისანი არიან, ვიდრე ყაზახეთისა (ლეგიონერებით სავსე ძლიერი ნაკრები)? საჯარიმოს გარედან იაბლონსკისა და ებონგის დარტყმები?

დიახ, იყო კიდევ კარგი გოლი. სტასევიჩმა ჩააწოდა, ბორდაჩევმა გაიტანა - ორივემ, სხვათა შორის, 2009 წელს ყაზახეთს გაუტანა. მას შემდეგ 11 წელი გავიდა და ყაზახებმა თითქმის შეინარჩუნეს ბელარუსებთან ფრე. წინააღმდეგი მხოლოდ სიუმბაევი წავიდა, რომელმაც აუტიდან ბურთის მოწოდება იჩქარა. ალბათ, იფიქრა, რომ მოგებისთვის კიდევ გაიბრძოლებდნენ. ბელარუსებში კი ამოცანებს კვლავ სტასევიჩი და ბორდაჩევი წყვეტენ. ამ 11 წელიწადში მათზე უკეთესი არავინ გამოჩნდა. ზურგსუკან ახალი თაობაა, რომელიც გასულ კვირას ნიდერლანდებთან 0:7 განადგურდა (ახალგაზრდული ნაკრები - რედ.)

მოკლედ, ძნელია, ძნელია ამ მოგებით გაიხარო - არაფერი არ მოგვცა და არ დაგვაიმედა. ეს ქართველებთან მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი შედეგია. ახლა კი ჩვენ თითქოს ქართველებს მივუზომდით და განსაკუთრებულად არ გამოვიდა. ბელარუსთა მთავარი იარაღი კი შემთხვევა იყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იმ ფრაგმენტებით რაც სპორტალმა დადო. ბელარუსი ყაზახეთს 2 თავით ჯობდა. ან მოუმატეს წინა მატჩთან შედარებით ან კიდევ გასვლაზე უკეთ თამაშობენ. ანაც ორივე ერთად. ყველა ვარიანტში ყურადღებაა საჭირო, თავში ავარდნით და ცხვირის აწევით არაფერი გამოვა.
ჰაჰა
11:55 08-09-2020
0
ყურადღება, ყურადღება, ურადღება! საქმე სასაცილო სულაც არაა. ნახეთ ჩვენი ნაკრების თამაშები, აუტის მოწოდებისას უმრავლეს შემთხვევაში (არ ვაჭარბებ!) ბურთს ვკარგავთ, კუპერ-კალაძის დროს კი იკარგებოდა 70 პროცენტზე მეტი (აქ, აშკარად, ვაკლებ!). აუტი ნიშნავს იმას, რომ ბურთი შენი უნდა დარჩეს, ჩვენები კი აუტის ხარჯზე ცდილიბენ შეტევის დაწყებას და ბურთის დაკარგვის მიზეზიც ესაა. არ დაიზაროთ, ვარ თუ არა მართალი - გამომეხმაურეთ.
ზურაბი
10:33 08-09-2020
7

სიახლეები პოპულარული