საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
შედეგი კანონზომიერია, შეგვეძლო მოგება , მაგრამ ვიყოთ ობიექტურები , ნაკრების წევრების უმეტესობა უთამაშებელია : - ლორია 2 თამაში, კაკაბაძე საერთოდ არ დაწყებულა სეზონი, კვირკველია 2 თამაში ითამაშა როტორში, მანამდე ლოკოში 3 წუთით შევიდა ერთხელ რაც ჩემპიონატი განახლდა,
ხოჭოლავა - სხვებთან შედარებით ფორმაშია ...
მალი - ძაან დიდი შეცდომა იყო მისი დაყენება და გოლიც რეალურად მისი შეცდომის გამო მივიღეთ. ამას ისევ ჯობდა ხოჭო დაეყენებინა მარცხნივ და შუაში გრიგალავა, ისიც არაა ფორმაში მაგრამ...
კანკავა - კვეკვე - ორივეს 2-3 თამაში აქვს ჩატარებული ბოლო თვეებში, მაგრამ ჯაბა თავისი პროფესიონალიზმით არ იტყობს...
დავითაშვილი - ოქრიაშვილი - ორივეს სეზონის განახლებიდან 2 თამაში თუ აქვს ჩატარებული.
კვარა - ერთადერთია ვინც ალბათ კარგ ფორმაშია და ორივე თამაშში მაგან შექმნა გოლი, კიდე ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ თან გუნდელების უფორმობა და თან დღეს საშინელი დატბორილი მინდორი უშლიდა ხელს.
ქვილითაია - მართლა ძაან ცუდ ფორმაშია საერთოდ არ უთამაშია გენტში და ამას ისევ ჯობდა კაჭარავას დაუენება. ისე ფორმაში თუ შევა ამ ეტაპზე , როცა მჭედლიძე არ ჩანს, ნომერ პირველი ქართველი ფორვარდია, სასწრაფოდ უნდა მონახოს ახალი კლუბი...
ჩაკვე - ჩვენი სული და გული რომელიც 20%-ია იმის რაც იყო, ჭირდება 4-5 თამაში , რომ მიუახლოვდეს ძველ კონდიციებს... ჯანმრთელობა მას!!!
გვილია ერთი თამაში ითამაშა ლეგიაში , შენგელია ,ლობჟანიძეს და აბურჯანიას საერთოდ არ დაწყებიათ ჩემპიონატი. კაჭარავას 2 არასრული თამაში აქვს ჩატარებული....
გასაგებია , რომ არც მაკედონოა არაა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, თან ჩვენ ნაღდი სასტავის ხალხი გვაკლდა - კიტე, ტაბიძე, ყაზაიშვილი , გვილია და მართალია ფორმაში არაა , მაგრამ მაინც კაშო...
ამ ეტაპზე მთავარი პრობლემაა ქვილითას ფორმაში შესვლა და ტაბიძემ როგორც ვიცი ტრამვა მოირჩინა და მოასწროს ფორმის აკრეფა. მაშინ ბელარუსს უბრალოდ შანსს არ დაუტოვებთ და იმედია ნოემბრამდე ყველა კარგ ფორმაში იქნება..
ბელორუსთან ყველა თუ იქნება ვაისმა ეს შემადგენლობა უნდა დააყენოს
ლორია - კაკაბა - საბა , ხოჭო - ტაბიძე
ჯაბა - კიტე
ოქრი - ჩაკვე - კვარა
ქვილითაია.

შეცვლაზე : ყაზაიშვილი, გვილია, დავითაშვილი.

ვინც მეთანხმებით ან არა ლაიქ ან დისკაიქ გააკეთეთ.:)
წარმატებები ძმებო!!!
iolasha
09 სექტემბერი 2020 01:19
10
ეს რა მინდორია სირცხვილია ასეთ საფარზე თანაში.ეხლახან არ იძახდნენ დრენაჟი გავაკეთეთო.ეს თუ გაკეთებულია,წარმომიდგენია მაშინ მანამდე რა იყო.რაც შეეხება თამაშს--უკან ამდენ პასს მსოფლიოში არცერთი გუნდი არ აკეთებს.კარში არ ურტყამთ,სტანდარტულების გაღამაშება არ იციან.ჩვენი ჰაუტიდან მხოლოდ 2-ჯერ მიუვიდათ ბურთი დანარჩენი მეტოქეს ჩააბარეს,კვარას გარდა ერთი-ერთზე კაცს ვერ ატყუებენ და რაღა დარჩა.30წთ.მეტნი თამაშობდნენ ,მაგრამ.....არადა არაფეტი გუნდი არაა ეს მაკედონიაც,თუმცა....
კახა ქ.
09 სექტემბერი 2020 00:16
3
ძალიან კარგი თაობა მოდის, მომოვალში ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება მთავარია მომოვალ თაობას პასუხისმგებლიანი და ძლიერი მწვრთნელი შევურჩიოთ და გარწმუნებთ ჩემპიონატზე მოხვედრა კი არა უფრო დიდ შედეგებზე მოგვიწევს ყველას ფიქრი!
me
08 სექტემბერი 2020 23:02
9
რა კარგ ჯგუფში ვიყავით აფსუს: ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი, ფარერები, გიბრალტარი, ლუქსემბურგი, მალტა. არ შეიძლება უკან დაგვაბრუნონ?
მამუკა
08 სექტემბერი 2020 22:51
9
ყველაზე სუსტი რგოლი მწვრთნელია დღეს მაკედონიამ საქართველოს აჯობა მწვრთნელით ასე რომ ტაკტიკული დუელი აშკარად მოუგო ვაისს
Lova
08 სექტემბერი 2020 22:42
8
სამწუხაროდ მეორე ტაიმში ვუყურე მარტო, (1 არხს უნდა ვაგინო რატომ თიშავს საზღვარგარეთ ჩვენებებს? ჩამირთეს საპნის ოპერა, რაც მაგათ ვაგინე ერთი არ აცდეთ)
არ გამოიყურებოდნენ ჩვენები სუსტად,
სამწუხაროდ შეტევაში იგივე პრობლემაა თავდამსხმელი არ გვყავს ფაქტიურად,
თორემ წინა შეხვედრაშიც და ეხლაც კარგი შემსრულებელი მინიმუმ 2 გოსლ მაინც გაიტანდა,
ამ შემადგენლობით მგონია რომ გვაქვს შანსი ევროპაზე გავიდეთ, ვუყურე ჩვენი მეტოქეების თამაშებს და იმდენი სუსტი წერტილი აქვს ყველას ნახევარიც რომ გამოვიყენოთ გადავუვლით
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ლაშა
08 სექტემბერი 2020 22:39
2
ხარისხით უკეთ ვითამაშეთ,ვიდრე ესტონეთთან,აშკარად მოსაგები თამაში იყო,ვეღარ დადიოდნენ ბოლოს მაკედონელები,მაგრამ მაინც ვერ გავუტანეთ.ძალიან გვიჭირს გოლის გატანა.დავითაშვილისთვის მგონი ჯერ ადრეა ნაკრების ძირითადი.გვილია რატომ არ ათამაშა ვერ მივხვდი,დავითაშვილს აღარ სჯობს?ჩაკვე აჩრდილია თავის თავის.ვფიქრობ ევროპაზე გასვლა მაინც ძალიან რეალურია,მიუხედავად შეტევის სისუსტის,დაცვა და საყრდენი ზონა აშკარად კარგი გვყავს.წესით სახლში ბელარუსთანაც და თუ გავალთ მაკედონია-კოსოვოსთანაც ფავორიტები ვართ.მჯერა გავალთ ევროზე
Master
08 სექტემბერი 2020 22:29
2
ფაქტია რომ ჩაკვეტაძე თავიდანვე უნდა შემოეყვანა თამაშით გამოჩმდა. ოქრიაშვილი საერთოდ აჩრდილია. ქვილითაია კოშმარი. კანკავა და კვარა გუნდის ლიდერები.
arabika
08 სექტემბერი 2020 22:24
3
ქვილითაიას გამოყვანა რომ თავში მოგივა ისეიგი მწვრთნელი კი არა ტაბურეტკა ხარ!!
zako
08 სექტემბერი 2020 22:12
1
Makaridze

Kakabadze kverkvelia khocolava dvali

Gvalia kankava

Kiteishvili

Kvarazxelia chakvetadze

Kazaishvili
Belarustan
09 სექტემბერი 2020 01:10
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული