ალიოსკი: კვარაცხელიასთან პოზიცია დავკარგე - 2 მატჩში 4 ქულა კარგი შედეგია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელი ეზჯან ალიოსკი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"წესების დარღვევა არ მინდოდა, ცუდი პოზიცია ავირჩიე, შეცდომა დავუშვი. მსგავსი შემთხვევები ფეხბურთში ხდება, თუმცა წინ კიდევ დიდი დრო გვქონდა, გოლის გატანა და თამაშის მოგება შეგვეძლო.

კარგ გუნდს ვეთამაშეთ. არ იყო ადვილი 9 თვის შემდეგ დაბრუნება. ვიცით, რომ ჩვენც კარგი გუნდი ვართ, ერთი სული გვაქვს, კოსოვოსთან როდის ვითამაშებთ. ერთა ლიგის პირველ ორ მატჩში 4 ქულა მოვიპოვეთ და ვთვლი, რომ კარგი შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთ მოედანზე დავითაშვილსა და კვარაცხელიას ყველაზე მეტად შეეშალათ ხელი იმიტომ რომ მათი თამაში დრიბლინგია.
ასე მგონია.
09 სექტემბერი 2020 11:06
0
ძალიან კარგი ფეხბურთელია მალი მე მომეწონა მისი თამაში, ვფიქრობ კიდე მეტი შეუძლია. შეცდომები მალდინსაც ქონდა, ნესტასაც და კანავაროსაც.
armani
09 სექტემბერი 2020 10:16
1
ზოგადად მალი არ არი ნაკრებისთვის მზად, ნუ ამ ეპტაპზე მაინც, მაგრამ მალის შეცდომა თუ ბურთის დაკარგვა იყო, ეგ მართლაც ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. მე უფრო დიდ შეცდომად იმას ვთვლი პანდევმა რომ მიიღო ბურთი და ამ დროს კვეკვესკირი არ გაყვა რისტოვსკის, შეხედეთ ერთი როგორ იზლაზნება! ცხრაჯერ გადავახვიე და მომეშალა ნერვები! შე დალოცვილო რას ელოდები? გაყევი კაცს ვერ ხედავ რომ გარღვევაზე გარბის მოწინააღმდეგის მცველი? შენი მცველი ვერ ასწრებს, ფლანგი ცარიელია, რას ელოდები შე.. დალოცვილო. მალის გინდათ ხელი შეაწმინდოთ და ეპიზოდს არ აკვირდებით. ის მაინც გაიხსენეთ ჩივაძე რომ წინ წავიდოდა როგორ აზღვევდა ნახევარმცველი სულაქველიძე,აქ დაზღვევა კი არა ფლანგზე გაჭრილ კაცს არ გაყვა ტიპი!!! არ გაყვა! რამ დაღალა ასე ნახევარ საათში რომ წყალს გაატანა ამდენი შრომა?!
bs
10 სექტემბერი 2020 12:49
0
მალის დაანებეთ ხალხო თავი, ეგეთები ხდება ხშირად. ნუ მოუკლავთ ბიჭს თამაშის სურვილს, აგერ ნახავთ თუ მწვრთნელი ენდობა, ბევრჯერ გაგვახარებს.
ლაშა
09 სექტემბერი 2020 01:49
3
mali mali
ლუკა
09 სექტემბერი 2020 00:49
2
მალი რომ არა ჩემ ფეხებს გაიტანდით
ბაჩი
09 სექტემბერი 2020 00:13
4
ა ბაჩი, ამ სასტავს რო ეთამაშა უეჭველი მოვიგებდით ხო? _ ლორია, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კაკუბავა, გვილია, კანკავა, შენგელია, კვარაცხელია, ქვილითაია, კაჭარავა
კოჩი
09 სექტემბერი 2020 11:02
0
ალბათ გინდოდა გეთქვა მალი და ვაისი რომ არა....
ბაჩის
09 სექტემბერი 2020 00:25
6
მოგება თუ გინდა მეორეჯერაც უნდა დაარტყათ კარში! ერთადერთჯერ დაარტყით და ისიც გაგვიტანეთ და კიდევ რა გინდა ?
ემზარ დუისბურგი
08 სექტემბერი 2020 23:12
0
დდ პოზიცია კიარა გახოხათ სამი კაცი.
Zaza
08 სექტემბერი 2020 23:03
2
10 ბალიანით: ლორია -5, კაკაბაძე-7, მალი-5, კვეკვესკირი-7, ხოჭოლავა-7, კვირკველია-7, კვარაცხელია-9, დავიტაშვილი-8, კანკავა-10, ოქრი-7, ქვილითაია-5.

ვაისი-7
ქომაგი
08 სექტემბერი 2020 23:03
12
დავითაშვილი ერთი გარღვევის გარდა სამწუხაროდ არ ჩანდა. 6-6,5 მაგის მაქსიმუმია. კაკაბაძე არც წინ იყო ნაყოფიერი და უკანაც კარგავდა პოზიციას. მალიზე ოდნავ უკეთესი იყო რადგან მალინ საგოლე შეცდომა დაუშვა. ცენტრალურ მცველებს მეტი ეკუთვნიტ, განსაკუთრებით ხოჭოლავას. ფლანგის
მცვლების სუსტი თამაშის გამო ორმაგი სამუშაო ჰქონდათ
ვერ გეთანხმები
08 სექტემბერი 2020 23:48
1

სიახლეები პოპულარული