ალიოსკი: კვარაცხელიასთან პოზიცია დავკარგე - 2 მატჩში 4 ქულა კარგი შედეგია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელი ეზჯან ალიოსკი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"წესების დარღვევა არ მინდოდა, ცუდი პოზიცია ავირჩიე, შეცდომა დავუშვი. მსგავსი შემთხვევები ფეხბურთში ხდება, თუმცა წინ კიდევ დიდი დრო გვქონდა, გოლის გატანა და თამაშის მოგება შეგვეძლო.

კარგ გუნდს ვეთამაშეთ. არ იყო ადვილი 9 თვის შემდეგ დაბრუნება. ვიცით, რომ ჩვენც კარგი გუნდი ვართ, ერთი სული გვაქვს, კოსოვოსთან როდის ვითამაშებთ. ერთა ლიგის პირველ ორ მატჩში 4 ქულა მოვიპოვეთ და ვთვლი, რომ კარგი შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მალის დაანებეთ ხალხო თავი, ეგეთები ხდება ხშირად. ნუ მოუკლავთ ბიჭს თამაშის სურვილს, აგერ ნახავთ თუ მწვრთნელი ენდობა, ბევრჯერ გაგვახარებს.
ლაშა
01:49 09-09-2020
3
მოგება თუ გინდა მეორეჯერაც უნდა დაარტყათ კარში! ერთადერთჯერ დაარტყით და ისიც გაგვიტანეთ და კიდევ რა გინდა ?
ემზარ დუისბურგი
23:12 08-09-2020
0

სიახლეები პოპულარული