ალიოსკი: კვარაცხელიასთან პოზიცია დავკარგე - 2 მატჩში 4 ქულა კარგი შედეგია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელი ეზჯან ალიოსკი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"წესების დარღვევა არ მინდოდა, ცუდი პოზიცია ავირჩიე, შეცდომა დავუშვი. მსგავსი შემთხვევები ფეხბურთში ხდება, თუმცა წინ კიდევ დიდი დრო გვქონდა, გოლის გატანა და თამაშის მოგება შეგვეძლო.

კარგ გუნდს ვეთამაშეთ. არ იყო ადვილი 9 თვის შემდეგ დაბრუნება. ვიცით, რომ ჩვენც კარგი გუნდი ვართ, ერთი სული გვაქვს, კოსოვოსთან როდის ვითამაშებთ. ერთა ლიგის პირველ ორ მატჩში 4 ქულა მოვიპოვეთ და ვთვლი, რომ კარგი შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთ მოედანზე დავითაშვილსა და კვარაცხელიას ყველაზე მეტად შეეშალათ ხელი იმიტომ რომ მათი თამაში დრიბლინგია.
ასე მგონია.
11:06 09-09-2020
0
ძალიან კარგი ფეხბურთელია მალი მე მომეწონა მისი თამაში, ვფიქრობ კიდე მეტი შეუძლია. შეცდომები მალდინსაც ქონდა, ნესტასაც და კანავაროსაც.
armani
10:16 09-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული