30-ათასიანი დაუგეგმავი პრემია - ჩრდილომაკედონიელებს "ჯვაროსნებთან" ფრე დაუფასეს

AutoSharing Option
კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ერთა ლიგის მეორე ტურში თბილისში საქართველოსთან მიღწეული ფრე (1:1) დაუფასეს და 30-ათასევროიანი პრემიაც გამოუწერეს.

"კარგი თამაში, ბრძოლა და რიცხობრივ უმცირესობაში მიღწეული შედეგი, რა თქმა უნდა, მიზეზი გახდა იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ნაკრებს ახალ პრემიას მისცემს - 30 ათას ევროს. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთთან გამარჯვებისათვის 30 ათასი ევრო გადაეცათ, ჯამში ისინი 60 ათასს მიიღებენ.

უბრალოდ, უნდა შეგახსენოთ, რომ ჯგუფში გამარჯვებისათვის ნაკრები 300 ათასით დაჯილდოვდება", - წერს "სპორტმედია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
60 ათასი თუ მთელ ნაკრებზეა დღევანდელი ხელფასებიდან გამომდინარე სასაცილო თანხაა
jiji
09 სექტემბერი 2020 13:12
1
ჩვენი ფედერაცია აქეთ წილში უზის ფეხბურთელებს.
სააკაძე
09 სექტემბერი 2020 10:17
7
სასაცილო თანხაა. ყველა ფეხბურთელზე და სტაფის რაოდენობაზე რომ გაყო, ალბათ თითოეულს 800 ევრო შეხვდება ))
რომელუ
09 სექტემბერი 2020 09:18
1
ჩვენი ფედერაცია ან რას აძლევს ან რას პირდება თუ გავიმარჯვეთ ?
bejo
09 სექტემბერი 2020 02:04
1
ჩვენთან კობიაშვილი გამოიწერს პრემიას
წიე
09 სექტემბერი 2020 09:03
1
ვაისის წილი რამდენია?
cnobismoyvare
09 სექტემბერი 2020 01:48
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული