sportmedia: თბილისში პანდევის სახით გვყავდა მხეცი - ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა

AutoSharing Option
ჩრდილომაკედონიურმა "სპორტმედიამ" ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრე ლამის გმირობად შეაფასა და განსაკუთრებით, გუნდის ვეტერანი გორან პანდევი აქო:

"ნამდვილი ლიდერი, მოედნის მხეცი, ამ ბიჭების წინამძღოლი, რომელთაც დიდი ამოცანა აქვთ დასახული. სანამ პანდევი მოედანზეა, ჩვენი გუნდი მუდამ ძლიერი და გამარჯვების მოსაპოვებლად შემართული იქნება.

სომხეთთან და საქართველოსთან მატჩები ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა. კავკასიელებთან დაგეგმილი 4 ქულა მოპოვებულია - დამაჯერებელი გამარჯვება სომხეთთან და ფრე თბილისში პირველი ადგილისთვის ჩვენს მთავარ კონკურენტთან. ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაშში დაბრუნება და კაცნაკლულებმა მიზნის მიღწევა მოვახერხეთ. შესანიშნავი
შედეგია. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ბიჭებს თვითდაჯერებულებს ხდის და 8 ოქტომბერს კოსოვოსთან ბრძოლის წინ ჩინებულ ატმოსფეროს ქმნის.

37 წლის კაპიტანი იბრძვის იმისათვის, რაზეც ჩვენი ქვეყნის 2 მილიონი ადამიანი ოცნებობს და ეს შეიძლება რეალობად გადაიქცეს. ამის დრო დადგა. იქამდე ერთი თვე დარჩა.

მაკედონიელთა ნაკრებს ამის მიღწევის უნარი გააჩნია, პრემიებიც მიიღო და ყველანი ერთადერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ - გამარჯვების სურვილით!

"უბრალოდ, ჯანმრთელად უნდა ვიყოთ და პანდემიამ ახალი პრობლემები არ შეგვიქმნას", - ასეთია ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის სურვილი.

ფეხბურთელებს დიდი მატჩისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო აქვთ. მთავარია, გასულ შეხვედრებში მაკედონია ძლიერი და უნიკალური იყო. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი რამ ცხადია, მეკარე არა გვყავს,
ზოგი, რომ თხილს ამტვრევს, ეგ დილით კარაქს ჭამს.
არა გვყავს, ზანტია, სხვა ყველა მხეცია,
ვაისის მაგივრად, მე ვოვა მერჩივნა, მაგარი იქნება ქეცბასთან ტანდემში,
ოხ, მაგის ჩამომთრევს გავუდე გლანდებში. ვაისის მაგივრად, რობერტა მერჩივნა.ბოლს უშვებ, თუ გითხრეს, ჩათვალე ფეჩი ხარ. ტრენერიც ეგრეა, წააგებ? ყელზე ხარ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12:59 10-09-2020
12
გასვლაზე მაკედონიასთხნ წავაგებთ და ამ ჯგუფს ვერ მოვიგებთ. ისე მართალია, რომ იუგოსლაველები გაბღენძილი ხალხია.
გენა
11:28 10-09-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული