საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
ფოტო: GFF

დღეს, 17 სექტემბერს, ფიფამ სანაკრებო გუნდების რეიტინგი განაახლა და საქართველოს ნაკრებს მცირე, თუმცა მაინც პოზიტიური ცვლილებები შეეხო.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი აქამდე მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი 2 პოზიციით წინ წავიწიეთ და 89-ეზე ვართ.

საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მაკედონიას აქვს, რომელიც აღნიშნულ სიაში 66-ე პოზიციას იკავებს. სომხეთი 101-ე ადგილზეა, ესტონეთი კი - 108-ზე.

ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების "მთავარი" მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდი 2 პოზიციით გვისწრებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მახანაგური იქნება თუ ოფიციალური, ჩვენი ნაკრებისთვის ყველა უნდა იყოს ფინალის ტოლფასი , ამ შეგნებით თამაშობენ სხვა ქვეყნები და მაგიტომაც არიან იქ სადაც არიან, ანდორასთანაც და საფრანგეთთანაც მოსაგებად გადიან და მაგიტომ აქვთ ჩვენზე უკეთესი შედეგი./ აქამდე ჩვენ მენტალობაში იყო, რომ თუ ვეთამაშებიდით მალტებს და ყაზახეთებს , მოტივაცია აკლდათ (ბიჭებს) და ყველა ქვეყანასთან შეიტცხვინეა თავი, ლიდერებს ხვდებოდნენ და ისედაც აგებდნენ ( ოღონდ აქ უკვე სიტყვა ღირსეული წამოაშველეს ჟურნალისტებმა , ანა გასაპრავებლად გამოიგონეს ,,ღირსეული წაგება”, რა არის ეს? მივეჩვიეთ ღირსეულ წაგებებს და უმოტივაციო წაგებებს!!/ ახალგაზრდა თაობა მენტალურად გასნხვავებულები არიან და მე მეუმედება ამ ნაკრების, იმედი მაქ რო ევროპაზეც გავლენ და მსოფლიოზეც!!!!
Vasili
10:54 18-09-2020
1
ამ ინფოს არ განვაცხადებდი, 91- 89, სირცხვილო!
ლაშა
22:45 17-09-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული