საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
ფოტო: GFF

დღეს, 17 სექტემბერს, ფიფამ სანაკრებო გუნდების რეიტინგი განაახლა და საქართველოს ნაკრებს მცირე, თუმცა მაინც პოზიტიური ცვლილებები შეეხო.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი აქამდე მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი 2 პოზიციით წინ წავიწიეთ და 89-ეზე ვართ.

საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მაკედონიას აქვს, რომელიც აღნიშნულ სიაში 66-ე პოზიციას იკავებს. სომხეთი 101-ე ადგილზეა, ესტონეთი კი - 108-ზე.

ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების "მთავარი" მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდი 2 პოზიციით გვისწრებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
საღოლ მაკედონიას მაგრამ ჩემი აზრით სადაც მაკედონიაა 66ზე ჩვენ 50ზე მაინც უნდა ვიყოთ მაგრამ....
2
ძალიან მიხარია წინსვლა. ვულოცავ ბიჭებს და ქართველ გულშემატკივარს.სამარცხვინო იყო ჩვენი ყოფნა ასეულის მიღმა. ჩემი აზრით, ფედერაციამაც, სამწვრთნელო შტაბმაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელმა, თამაშები უნდა დაგეგმონ ისე, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს პირველ ეტაპზე 70-ეულში შესვლაზე მაინც. რაც ქართველ ფეხბურთელებს უფრო დიდ შანს მისცემს ტოპ ლიგებში გადასასვლელად. წარმატებები ბიჭებს უახლოეს მატჩებში.
გიზოგ
14:32 17-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული