ქართველმა ფორვარდმა უკრაინის პრემიერლიგაში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "ინჰულეცის" ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ მიმდინარე სეზონში გოლების ანგარიში გახსნა და ეს ულამაზესი დარტყმით გააკეთა.

სიჭინავას გუნდი საკუთარ მოედანზე "დესნას" ხვდებოდა და მეორე ტაიმში ქართველმა ფორვარდმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. არანაკლებ ლამაზის გოლის შეგდება პირველ ნახევარშიც შეეძლო, თუმცა მისი მაკრატელა მცირედით აცდა "დესნას" კარს.

ნიკა სიჭინავა 26 წლის გახლავთ და უკრაინის პირველი ლიგის გასულ სეზონში ბომბარდირობამდე 1 გოლი დააკლდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაკრებში დაკვირვება შეიძლება.
ziko
12:05 25-09-2020
0
ასევე ლაკვეხელიანს რას ერჩის, მითუმეტეს მისი კრაიც სუსტია
ვას0
22:23 20-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული