უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "ინჰულეცის" ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ მიმდინარე სეზონში გოლების ანგარიში გახსნა და ეს ულამაზესი დარტყმით გააკეთა.
სიჭინავას გუნდი საკუთარ მოედანზე "დესნას" ხვდებოდა და მეორე ტაიმში ქართველმა ფორვარდმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. არანაკლებ ლამაზის გოლის შეგდება პირველ ნახევარშიც შეეძლო, თუმცა მისი მაკრატელა მცირედით აცდა "დესნას" კარს.
ნიკა სიჭინავა 26 წლის გახლავთ და უკრაინის პირველი ლიგის გასულ სეზონში ბომბარდირობამდე 1 გოლი დააკლდა.
ამ ვიდეოშიც ჩანს, რომ საინტერესო ფეხბურთელია. მითუმეტეს, ნაკრებს თავდასხმაში ძალიან უჭირს. სიჭინავა და მიქაუტაძე კარგი გაძლიერება იქნებოდა.
ერთი გოლი და ბურთს ორჯერ ფეხი არ ააცილა..
ფეხს ისე იქნევს, როგორც ბებერი. აი შედეგი!
აუტს აწვდისო, თურმე ორი ხელის შეხებით.
ვუხმოთ ნაკრებში, როგორც ეტყობა სირბილიც იცის, თანაც ცხენივით.
თოხარიკით და სკუპი-სკუპით დახტის ყეჩივით.
ნაკრები! ნაკრები! ნაკრები არააა......გეყოთ რა მართლა პრაფესორობა, დაწყნარდით სიმონ!
მითუმეტეს თავდასხმაში გვიჭირს ძალიან .
ერთი კარგი დამრტყმელი და სწრაფი ფორვარდი გვინდა ამ მაღალი და წელში მოხრილი ფორვარედებით ბევრი არაფერი გამოვა