უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "ინჰულეცის" ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ მიმდინარე სეზონში გოლების ანგარიში გახსნა და ეს ულამაზესი დარტყმით გააკეთა.
სიჭინავას გუნდი საკუთარ მოედანზე "დესნას" ხვდებოდა და მეორე ტაიმში ქართველმა ფორვარდმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. არანაკლებ ლამაზის გოლის შეგდება პირველ ნახევარშიც შეეძლო, თუმცა მისი მაკრატელა მცირედით აცდა "დესნას" კარს.
ნიკა სიჭინავა 26 წლის გახლავთ და უკრაინის პირველი ლიგის გასულ სეზონში ბომბარდირობამდე 1 გოლი დააკლდა.