ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ბელარუსის ნაკრების მეკარე: ასეთ სიტუაციაში ფეხბურთზე ფიქრი ძნელია...

AutoSharing Option
ბორისოვის ბატესა და ბელარუსის ნაკრების მეკარე დენის შერბიცკიმ განაცხადა, თუ რატომ ჩაწერა ვიდეო სხვა ფეხბურთელებთან ერთად და რატომ გამოვიდა ბელარუსში არსებული არეულობების წინააღმდეგ.

"ვისაც ქვეყანაში შექმნილი ვითარება ადარდებს, ამ ვიდეოში გამოთქვა საკუთარი აზრი. ვისაც სათქმელი ჰქონდა, თქვა. გასაგებია ალბათ, რომ ყველასთვის ძალიან რთულია, როცა სახელმწიფოში ასეთი ამბები ხდება.

ამის ფონზე ფეხბურთზე ფიქრი შეუძლებელია. თუმცა ჩვენ მაინც პროფესიონალებად ვრჩებით, რაც უნდა იყოს, ეს ჩვენი სამსახურია.

რატომ მივიღე ამ ვიდეოში მონაწილეობა? რას ამბობთ, როგორ შეიძლება მიმდინარე ამბებს ჩვეულებრივად უყურო? როცა ასე დაუნდობლად
ლეწავენ ადამიანებს, უბრალოდ შეუძლებელია ამისთვის თვალის მიდევნება. სწორედ ამიტომ ჩავეწერე", - თქვა შერბიცკიმ.

შეგახსენებთ, რომ 93 ბელარუსი ფეხბურთელი ვიდეომიმართვით გამოვიდა და ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტა მოითხოვა. დაახლოებით, 2 კვირაში ბელარუსის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის D დივიზიონის საპლეიოფო მატჩში დაუპირისპირდება.

მომზადებულია Tribuna-ს მიხედვით