ასევე მნიშვნელოვანია, რომ მატჩში გუნდებს 5 ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ მატჩებში გუნდებს ერთ შეხვედრაში ამ რაოდენობის ცვლილების გაკეთება ექნებათ. წესი ასევე ერთა ლიგის სხვა მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება
5 ცვლილების წესი ეროვნული ჩემპიონატების მხოლოდ ნაწილში მოქმედებს. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 ცვლილების წესზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 ცვლილების უფლება აქვთ, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბებსაც.
საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან D დივიზონის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. 8 ოქტომბრის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2020-ს საგზურისთვის ერთა ლიგის ფინალურ მატჩში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნააკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სასწრაფოდ გავამხოლოოდ ტრიბუნებზე ადგილები, გავტიხროთ სკამები სამიმი ართულებიდან (გვერდებიდან და ზურგიდან). საჭვრიტინო დავუტოვოთ მოედნის მხარეს (ლაივში საყურებლად, ექოთი და ცოცხლად საგინებლად). იზოლირება (დისტანცირება) გარანტირებულია, უეფას არაფერი ეთქმის და ჩვენს ეპიდემიოლოგებსაც (იმ "მუშკეტერებს" მათ შორის).
მართალია ცოტათი შემცირდება რეალური ადგილები, მაგრამ სულ არარაობას არ სჯობს? ხომ იგუგუნებენ ტრიბნები!!!
არ მომპაროთ იდეა, ხვალ დილით გავრბივარ საქპატენტში და ვარეგისტრირებ ჩემს იდესა - ნოუ-ჰაუს!
ხალხო! ჰე ახლა, რას გაჩუნებულხართ? დამიჭირეთ მხარი! ჯერ კიდევ დროა, მოესწრება!
ფედერაცია, ალოოოო, გესმის