ვაისმა ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება.

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი:

8 ოქტომბერი - 20:00
საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00
სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45
ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 58 /
ისე ვაისმა უყურა მამარდაშვილის თამაშებს ევროპა ლიგაზე?მესამე მეკარედ ყოფნა არ ეკუთვნის? თუ კუპატაძემ უფრო "საოცარი" მატჩი ჩაატარა აპოლონთან და მე არ მახსოვს? ან კობახიძეს გამოძახებას სანდოხაძე ან გურეშიძე რომ გამოეძახა არ შეიძლებოდა?
გიორგი-ბათუმი 97
19:57 28-09-2020
5
არ ვარ ამ ვაისის ფანი, მაგრამ გამოიძახა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ოპტიმალურ ფორმაშია. თავის თავის მტერი კი არ არის და არავის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ჩვენთან კიდევ ყველას თავისი აზრი აქვს და არაა საჭირო ყველაფერზე კომენტარების გაკეთება. ყველა ქართველი გულშემატკივრისადმი დიდი პატივისცემით.
ავთო
20:23 28-09-2020
1

სიახლეები პოპულარული