ვაისმა ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება.

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი:

8 ოქტომბერი - 20:00
საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00
სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45
ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჩვენ ამ შემადგენლობას შეუძლია ბელარუსთან შემტევი ფეხბურთი 4-2-3-1 ითამაშოს. ბურთზე კონტროლი თავიდანვე უნდა ავიღოთ (ბელორუსი ალბათ ისედაც მოგვცემს თავიდან საშუალებას რომ ცოტა წავუტიკიტაკოთ), კიტეიშვილი- გვილია შეძლებენ ცენტრში ბურთის დაჭერას და გაგორებას, დავითაშვილ-ჭაკვეტაძე-კვარაცხელიამ შეტევას სამივე მიმართულებით გაამწვავებენ, ხოლო ჯოკერის როლში -შენგელია( საოცარ ფორმაშია), შემტევებმა უნდა შექმნან აქტიურობა რათა დასარტყელ პოზიციაზე დატოვონ სწორედ შენგელია. თუ გაგვეპარა კონტრშეტევა, არა უშავს, ამ შემადგენლობას შეუძლია პირველივე ტაიმში შექმნას უპირატესობა ანგარიშში, ხოლო მეორე ტაიმში თანდათან გადავეწყობით 5-4-1 ზე. შესაბამისი ცლილებების შედეგად. ოღონდაც ვაისი არ უნდა შეიპყროს თავიდანვე ორჭოფობამ: დააყენებს სასტავს, ვერ მიხვდები კაცი, რის თამაშს აპირებს, არც იქეთ - არც აქეთ, იმ დროს იღებს თამამ გადაწყვეტილებებს როცა სხვა გზა აღარ რჩება, არადა ეხლა გვაქვს რესურსი საკმაოდ სიმპათიური გუნდის, რომელსაც თავისი უნიკალური ხელწერა ექნება.
ამატაკი
15:09 02-10-2020
0
მაკარიძე
კაკაბაძე დვალი ხოჭოლავა ტაბიძე
გვილია კიტეიშვილი
დავითაშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია
შენგელია
ბელარუსთან თუ მოგება გვინდა მარტივად, ეს სასტავი უნდა დავაყენოთ.ბე-
ლარუსის ერთერთი პლუსი სისწრაფეა და ჩვენ ასეთი დაცვა გვჭირდება(რაშიც კაშია, კვირკველია ცოტა მოიკოჭლებენ ამ დროისთვის) თან თავითაც არა უშავთ.რაც შეეხება ცენტრს: გააჩნია რას ვთამაშობთ, თუ გვინდა შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, ცენტრში უნდა შევძლოთ ბურთზე კონტროლი, რასაც გვილია, კიტეიშვილი შეძლებენ(ვიდრე კანკავა, კვეკვესკირი) თანაც შეტევით ფაზაშიც მშვენივრად ჩაერთვებიან. რაც შეეხება შეტევას, ამ სასტავს გოლის შექმნა, პოზიციების დროდადრო ცვლა, ტემპის კონტროლი(თანამედროვე ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტიი) არ უნდა გაუჭრდეთ. რას იტყვით?
ამატაკი
14:12 02-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული