სომხეთმა საქართველოს ნაკრებს შეიძლება კვიპროსში უმასპინძლოს

AutoSharing Option
იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დილით სომხეთის ვარდენის რაიონში აზერბაიჯანმა საარტილერიო დარტყმები განახორციელა, უეფამ 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიას" "ცრვენა ზვეზდასთან" ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩის ერევანში ჩატარების უფლება არ მისცა.

შეხვედრა კვიპროსში, ნიქოზიის სტადიონ GSP-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ერთა ლიგის პირველ ტურში სომხეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს უნდა უმასპინძლოს, სავარაუდოდ, ამ მატჩის ერევანში გამართვა შეუძლებელი გახდება და ალბათ, ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ.

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს, საერთო მობილიზაცია გამოაცხადეს და 18-დან 55 წლის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ომისთვის ცოდოა ყველა. 21-ე საუკუნეში რაღა დროს ომია. ორივე მხარე მეცოდება.
ვაა საწყლები
29 სექტემბერი 2020 23:39
7
ალიევი და ფაშინიანი თვითონ სასახლეებში არიან და იქედან ამაყად აცხადებენ, როგორ გაუნადგურეს ერთმანეთს 20 წლის ბიჭები. სხვისი შვილები, ძმები, მამები და ქმრები. მთელი მსოფლიო ადამიანების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობს და განსაკუთრებით ქალთა უფლებების, მაშინ როდესაც კაცებს სხვა ქვეყნების პროვოცირებულ ომში ძალით ერეკებიან სასიკვდილოდ. სხვის და უმიზნო ომში წირავენ საკუთარ მოსახლეობას.
H
30 სექტემბერი 2020 10:52
2
ყველა არაა ცოდო. უბრალო ხალხია ცოდო. ისინი კი - ვინც ოკუპაციის გზოთ წლების განმავლობაში სხვას კლავს, ართმევს სახლ-კარა და მიწას - არაა ცოდო. ოკუპანტობა ყველას მოეკითხება ადრე თუ გვიან.
ხალხი
30 სექტემბერი 2020 07:35
0
ყველა გამოხმაურება
ბაქოში რომ ჩატარდეს?
ბაჩი
30 სექტემბერი 2020 12:49
4
რაც ხდება დღეს ან უკრაინაში რაც მოხდა იმის უკან ჩვენთან ყველაფერი არის რუსეთის დამსახურება. მაგათი გაქეზებულია სომხები აფხაზებიც და დონბასელებიც რუსეთი როარა ვერცერთი ვერ გაბედავდა ვერც უკრაიმასთან რამეს ვერც აზერებთან და ვერც ჩვენთან
რუსეთი
30 სექტემბერი 2020 16:18
2
რა ტყვილა ხოცავენ ერთმანეთს
ზვიო
30 სექტემბერი 2020 10:52
2
ტყვილა არა, ტყუილად არის სწორი. ტყუილიდან გამომდინარეობს.

ასევე ხშირად მხვდება საშვალო, არა და სწორია საშუალო.
ასევე თითეული, სწორია თითოეული.

და ბოლოს ბარემ ამ თემასთან დაკავშირებით. ბევრი ხმარობს სასომხეთს, არა და სწორია სომხეთი.
ტყუილად
30 სექტემბერი 2020 16:20
0
სომხეთსა და აზერბაიჯანს,უსწრაფესად,მშვიდობიანად მორიგებას ვუსურვებ.ცხოვრება გვიჩვენებს,რომ ცუდი მშვიდობაც კი სჯობია,ომს.რაც შეეხება თამაშის ევროპაში გადატანას,გარდა იმისა,რომ სომხები დაკარგავენ საკუთარი მოედნის უპირატესობას,მაკედონიასთან მომდევნო თამაშის ჩასატარებლადაც გვაწყობს.კვიპროსი და მაკედონია ახლოსაცაა და სასაათო სარტყელიც ერთი აქვთ.ბევრმა შეიძლება იფიქროს,რომ ნეიტრალურ მოედანზე თამაში ჩვენთვის იოლი იქნება,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,რა განწყობაზე იქნებიან სომეხი ფეხბურთელები,ეს თამაში,ჩვენთვის უმძიმესი გამოცდა გახდება.მათთვის ეს თამაში,ომის ტოლფასი იქნება.პატრიოტიზმი,მათ უმაღლეს დონეზე დამუხტავს და მოედანზე თავს დასდებენ.
სოსო
30 სექტემბერი 2020 09:30
4
გამქეზებლები გვერდიდან დგანან სიცილით კვდებიან,ამას როგორ ვერ ხვდებიან თვითონ, მაგრამ რა ენაღვლებათ სხვისი გაზრდილი შვილები თვითონ სასახლეებში არიან გამოკეტილი და ცივი ნიავი არ ეკარებათ.როგორც ჩვენთან ქნეს ომი ერთდროს ვითომ პატრიოტებმა და მერე თვითონ ვინ სად იმალებოდნენ ზოგი სად გარბოდა და ზოგი სად.
ziko
30 სექტემბერი 2020 17:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული