ვაისმა რუსულ მედიას საკადრისად უპასუხა - უკმეხად!

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები სომხეთს ერევანში უნდა შეხვდეს, თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო შეიძლება მატჩი არ ჩატარდეს. "რია ნოვოსტის" ჟურნალისტი ჩვენი გუნდის მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და მომავალი შეხვედრის თაობაზე კითხვა დაუსვა. ვაისმა მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა:

"თქვენ რატომ მეკითხებით სომხეთის შესახებ? ჩვენ მთელი ძალები და ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსებთან თამაშისკენ გვაქვს მიმართული. მხოლოდ შემდეგ ერთა ლიგა, მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

რაც შეეხება პოლიტიკას და არამშვიდ სიტუაციას... ასეთ
კითხვებზე მე პასუხს არ გაგცემთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
დიდუუუუუ მიწასთან გაუსწორებია, 8 ოქტომბრის მერე ილაპარაკე თუ ხასიათზე იქნები
iosif
11:57 05-10-2020
1
ვალდერამას. შენ ეტყობა ვაისის შტაბში მუშაობ ინფორმაციები გაქვს,ჩემი საქმეები კი არ უნდა იყოს ვინმესთვის საინტერესო და თუ შენ გააინტერესებს ნორმალურად მიდის.
ziko
17:09 30-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული