უეფამ კლუბებისა და ნაკრებების მატჩებზე მაყურებლებს დასწრების უფლება მისცა - რას გადაწყვეტს ისტორიული შეხვედრის წინ საქართველოს ხელისუფლება?

AutoSharing Option
8 ოქტომბერს თბილისში, "დინამო არენაზე", ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს, რომელზეც მაყურებლებს არ დაუშვებენ და მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს.

თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ 24 სექტემბერს ბუდაპეშტში უეფას სუპერთასის წარმატებულად ჩატარების შემდეგ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, კლუბებისა და ნაკრების მატჩებზე სტადიონის ტევადობის 30% მაყურებელს დართონ დასწრების უფლება, ოღონდ ეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, - იტყობინება უეფას პრესსამსახური.

ამასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა შემდეგი განაცხადა: "ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება
პატივს სცემს გულშემატკივართა ჯანმრთელობასა და ყველა ქვეყნის კანონებს. კორონავირუსი ყველას საერთო მტერია, მაგრამ ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა და პრობლემები გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მაყურებელთა სტადიონებზე დასწრების საკითხში გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს, ვიდრე ადრე იყო".

საქართველოს ნაკრებისთვის ბელარუსთან მატჩს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, გულშემატკივართა მხარდაჭერა აუცილებელია და იმედია, საქართველოს ხელისუფლება საჭირო და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

altსომხეთმა საქართველოს ნაკრებს შეიძლება კვიპროსში უმასპინძლოს

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვისაც გონია, ბილეთების გაყიდვა, ან მაყურებლის მხრიდან წესების დაცვა რაიმე სირთულეს წარმოადგენს, ძალიან ცდება. ძალიან მარტივია ბილეთების დაბეჭდვაც(სულ 2-3 საათია საჭირო), სტადიონზე შეშვება შედარებით ადრე დაიწყება და არავითარი ექსცესი არ არის მოსალოდნელი.
მირო
02 ოქტომბერი 2020 12:02
0
რასაც ქვემოთ ვწერდი!!! ახლა დაიდო ოფიციალურად!!! მთავარია ახალი დაბეჭდონ და გაყიდონ!!!
ექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის
დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.
დათო
02 ოქტომბერი 2020 00:54
1
მეც მასე ვფიქრობ ჯიგარო.
სოსო-ს
01 ოქტომბერი 2020 23:15
1
რა მკითხაობა ამას უნდა ეხლა? თუ 20 ათასი დაუშვეს საიტზე დადებენ ვითომ 20 ათას ბილეთს სინამდვილეში შეიძლება 10 იყოს და დამარჩენ ათი ათას თავისი ხალხი გადააინაწილებს და დაჯდებიან იქ მუნჯებივით აბა რო იყვირონ და უგულშემატკივრონ რა პონტია ქაჯები ხოარ არიან ტაკოე წბილისელები არიან იმენა ვეიკელები.. გადაიღებენ სელფებს რო აი დავესწარით თამაშსო ბოლოს კი იკითხავენ ჩვენები რომლები არიანო რო თქვან თეთრები იმენა ძააააან დონე გუნდი იყოვო :D
რომა
01 ოქტომბერი 2020 22:59
12
ფანდურს სამი სიმი აქვს როგორც ვიცი და შენ ხარ ფანდური ოღონდ სიმების გარეშე
საქართველო
02 ოქტომბერი 2020 01:14
0
ამას რათ უნდა დიდი ფიქრი? დაბრუნდება შარშანდელი ბილეთები და დაიბეჭდება ახალი,სტადიონზე მაყურებლების ტევადობის 30%,რომელიც გაიყიდება 2-3 დღეში,შეიძლება არც დაჭირდეს ეს დრო.
zura
01 ოქტომბერი 2020 22:23
2
ალბათ ეს არის ერთადერთი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან!!!
დათო
02 ოქტომბერი 2020 00:10
1
შარშანდელი არაშარშანწინდელი , ამ წლის 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო. მთლიანი სტადიონის 90 პროცენტი გაიყიდა 2 დღეში და 30 პროცენტი ალბათ საათებში გაიყიდება
ლშ
01 ოქტომბერი 2020 22:56
0
როგორ უნდა შეარჩიონ მაყურებლები?!.
საქართველოსთვის!
01 ოქტომბერი 2020 22:07
0
ახალი ბილეთები უნდა დაიბეჭდოს და გიყიდოს!!! მე ეს ვიგულისხმე მეგობარო!!! თორემ ყველა, რომ გაყიდულია და ხალხი ელოდება ამ ზეიმს ეს ცნობილია!!! ამორჩევას ხომ არ დაიწყებენ, არჩევანი არადანის ვარიანტში???!!! სხვა გზა არ არის, ერთი კვირა დარჩა თააშამდე!!! ახლის დაბეჭდვა თუ მოესწრება ესეც საკითხავია!!!
დათო
02 ოქტომბერი 2020 00:17
0
ყველა ბილეთი გაყიდულია უკვე ჯიგარო კარგა ხანია)))
დათოს
01 ოქტომბერი 2020 23:55
1
ყველა გამოხმაურება
დავუშვათ დართეს ნება. ეს 30% როგორ უნდა გადანაწილდეს ვინ დაესწრება? ტუ მარტო მაღალ ჩინოსნრბმა უნდა დაესწრონ :)
giorgi
01 ოქტომბერი 2020 21:59
3
რეალურად არა მგონია შემსვლელი ბილეთების შერჩევა ძალიან ძნელი იყოს.შედის ყოველი მესამე ნომერი.ყოველ მწკრივში N 1,4,7,10....,ტრიბუნებზე, რიგში რამდენი სკამია?შემმოწმებელს ნომრების შაბლონი მიეცემათ და მის მიხედვით შეუშვებენ.შესაძლოა შეუშვანN3,6,9...და ასე შემდეგ,ნომრები,რომელთა ნომერიც,სამზე იყოფა.ერთი ორი კაცი რომც შეეპაროთ,ბევრი არაფერი დაშავდება,რადგან ყველას პირბადე ეკეთებათ და თან შემდეგ,ტრიბუნებზე შეპარული კაცი,ძალიან ადვილად გამოჩნდება და სტადიონიდან გაიყვანენ.რიცხვის სამზე გაყოფის ნიშანი ის არის,რომ რიცხვის ციფრთა ჯამი თუ სამზე იყოფა,რიცხვიც იყოფა სამზე და მათემატიკაში ყველაზე წყალწაღებული კონტრილიორიც კი,შესძლებს ზეპირადამის გაკეთებას.მთავარია ეს წესი აუხსნან.თან აქაც შესაძლებელი იქნება შაბლონის გამოყენება.
სოსო
02 ოქტომბერი 2020 01:52
0
სოსო დიდი მოკითხვა!!! გეთანხმები , ძალიან კარგი აზრია!!! მაგრამ ამის ორგანიზაციას ამ სიტუაციაში, როდესაც დღეებია დარჩენილი მატჩამდე , ვინ შეძლებს???!!! მოესწრება???!!! მინიმუმ ,ინფირმაციას ვერ მიაწვდიან ბილეთების მფლობელებს!!!
დათო
01 ოქტომბერი 2020 23:41
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული