ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხზე სფფ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს
უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 21 /
უეფას უნდა ვთხოვო მაყურებლის დამთვლელად შემიშვას. თუ ნება დამრთეს ღმერთი არ გაგიწყრეთ და 18001 მაყურებელი არ აღმოჩნდეს)) ეს ხუმრობით მაგრამ ხომ ვიცით რომ ბილეთის გარეშეც ბევრს დართავენ ნებას. ეს იმის ბიძაშვილია და ა.შ.
დავით 67
23:44 03-10-2020
0
ჩემი აზრით ბილეთები უნდა ღირდეს ძვირი. ძალიან ძვირი. მინიმუმ 200 ლარი. ოღონდ თუ გასაყიდია 18 ათასი ბილეთი. უნდა გაიყიდოს 9 ათასი, ხოლო დარჩენილი 9 ათასი უფასოდ (ან მისაღებ ფასში) მისცენ ფან კლუბის წევრებს, ვეტერანებს, არასრულწლოვან ფეხბურთელებს.
ჰაჰა
10:20 03-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული