ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხზე სფფ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს
უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფედერაციის საყურადღებოდ!

მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინა თადარიგი დავიჭირე და 4 ბილეთი ვიყიდე ჩემთვის და მეგობრებისთვის. ახალ რო მიუქმებ ამ ბილეთებს და მერე აპირებ 30%-ს ხელმეორედ გასაყიდად გამოტანას ჩემს ინტერესებს რატომ არ ითვალისწინებ??? ხო შეიძლება ვეღარ მოვხვდე იმ 30%-ში? ამიტომ ალტერნატივა მაინც შემომთავაზე და ჩემი 4 ბილეთის სანაცვლოდ 1 ან 2 ბილეთი მაინც შემომთავაზე!!!!!
sormona
02 ოქტომბერი 2020 10:30
6
როგორ კარგად მესმის თქვენი!!! მაგრამ იმ ადამიანმა, ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივარმა,რა დააშავა გაჭრვების პერიოდში მხოლოდ ერთი ბილეთის ყიდვა რომ შეძლო???!!! 5 დღეში ფიზიკურად ვერ შეძლებენ ვერაფერს, ახალი ბილეთების დაბეჭვდის( რეგულიაციები უნდა შეცვალოს ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, 200 კაცზე მეტის შესახებ) და რეალიზაციის გარდა!!! ბოლო ვარიანტია ნაკრების 200 ომახიანი ქომაგი შეუშვან და ეს იქნება ჩვენი , ქართული ხმა და მხარდაჭერა სტადიონზე!!!
დათო
02 ოქტომბერი 2020 12:55
2
აუქმებს კარგია... ის გადახდილი ფული სხვას მოკითხეთო და დანარჩენს აწი გეტყვითო... ძალიან მაგრად იფიქრეს როგორც ჩანს... და იმ 30% როგორ გადაანაწილებენ საინტერესოა, ან საიდან გამოიყვანეს ეგ პროპორცია?... იმ 30%-ის უმეტესობას თავის ხალხში გაანაწილებენ და დაარიგებენ
Irakli Apkhaidze
02 ოქტომბერი 2020 10:08
9
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ, ფანკლუბის ხალხი მაინც დაუშვით, 150 კაცი მაინც!

ცარიელ სტადიონზე აკუსტიკის წყალობით 150 ქომაგი ათჯერ მეტს უდრის..
Biankonneri
02 ოქტომბერი 2020 09:37
0
გეთანხმებით 100%!!! თუ რეგულიაციები არ იძლევა საშუალებას, ფან-კლუბის 200 ქომაგი, ყველაზე ომახიანი უნდა შეუშვან!!! მათი სახიით იქ მთელი საქართველოს ხმა იქნება!!!
დათო
02 ოქტომბერი 2020 11:48
0
ვერაფერი გავიგე ამ განცხადებიდან, გარდა იმისა, რომ ბილეთები ანულირებულია.
გიორგი
02 ოქტომბერი 2020 08:37
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული