ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"БЕЛАРУСЬ СЕГОДНЯ": ქართველები ფავორიტები არიან - ასეთი ისტორიის მქონენი როგორ ვერ გავიდნენ აქამდე ევროზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პლე-ოფის ნახევარფინალისათვის  სამზადისს შეუდგა ბელარუსის ეროვნული გუნდი. მომავალ შეხვედრას საინტერესო წერილი "БЕЛАРУСЬ СЕГОДНЯ"-მ მიუძღვნა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ორივე გუნდისთვის ისტორიული, სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"არც ბელარუსი და არც საქართველო ტოპ-ტურნირების ფინალურ სტადიაზე არ გასულან. ამაზე ორივე ქვეყანაში სწუხან, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, ამაზე თბილისსა და ქუთაისში უფრო დარდობენ, ვიდრე მინსკსა და გომელში. ქართველების სასარგებლოდ უბრალოდ მათი შედევრული ისტორია ყვირის - ყიფიანით და შენგელიათი, თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებით, მახარაძის ხმით, სოტკილავას დაუვიწყარი არიით და დარასელიას
დაუსრულებელი "სიმღერით". და ასეთი ისტორიის ქართველები ერთხელ მაინც როგორ ვერ მოხვდნენ ევროზე? როგორ ვერ გამოიყენეს ისეთი ავტორიტეტული მწვრთნელების ხელმძღვანელობით, როგორებიც ექტორ კუპერი, ალენ ჟირესი და კლაუს ტოპმიულერი არიან, კავკასიური ფინტების მთელი არსენალი? თბილისური მატჩის წინ ჟურნალისტები ამის თაობაზე აუცილებლად ჰკითხავენ ვლადიმირ ვაისს, ადამიანს, ვინაც სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და იქ თვით იტალიელებს სძლია.

ახლა თბილისში გუნდი მიხაილ მარხელს მიჰყავს, მას გეორგი კონდრატიევი ეხმარება, მაგრამ თუ მე მკითხავთ, აქედან რა გამოდნება, მაშინ მე გიპასუხებთ - "არ ვიცი".

ფეხბურთელთა კლუბების დასახელებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ქართველებს შემადგენლობა უფრო ძლიერი ჰყავთ. სამაგიეროდ ჩვენთან რგოლები უფრო შეთამაშებულია. გამოცდილებაც (და სამწუხაროდ, ასაკიც) ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. პანდემიურ ეპოქაში კი თამაში მაყურებლების გარეშე მოგვიწევს, რაც კავკასიელებს ერთ-ერთი მძლავრი კოზირის გარეშე დატოვებს.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ქართველები ფავორიტები არიან, თუმცა არც ჩვენ ვართ ჯაბანნი. და ყველას შესანიშნავად ესმის, სხვა მატჩი არ იქნება. დაე არც ერთი ფეხბურთელი ავად არ გახდეს, ხოლო ჩვენ ვუქომაგებთ!".

ასევე დაგაინტერესებთ