საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი: სირცხვილია, როცა ქვეყნის პრიორიტეტი არის ბინძური პოლიტიკა და არა სპორტი!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი ირაკლი თოდუა 8 ოქტომბერს გასამართ მატჩზე სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას ავრცელებს.

"სირცხვილია!!! სირცხვილია, როცა ქვეყნის პრიორიტეტი არის ბინძური პოლიტიკა და არა სპორტი!

სირცხვილია, როცა სტადიონზე კორონაა და პოლიტიკურ შეკრებებზე არა!
სირცხვილია, როცა ჩვენს ნაკრებს გვერდში დგომის ნაცვლად ხელს ვკრავთ ასეთ მნიშვნელოვან დროს!
სირცხვილია!!!" - წერს ირაკლი.
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩი 8 ოქტომბერს მაყურებლის გარეშე "დინამო არენაზე" ჩაივლის. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
და არა სპორტი! " style="height: 50px; width: 50px;" />საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მაყურებელი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება - ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა
მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს მთავრობა ყველაფერში შეიძლება დაადანაშაულო გარდა 8 ოქტომბრის მატჩისა, რადგან ამ გდაწყვეტილებას ევროპის ფეხბურთის კავშირი იღებს და არა ბიძინა. როგორ ფიქრობთ ბელორუსები არ გააპროტესტებდნენ მაყურებლის დასწრებას? ერთი თამაში იმიტოდ დააწესეს, რომ უმაყურებლობა აბათილებს მასპინძლობას, ანუ მასპინძელს მეთორმეტე მოთამაშის დახმარების საშუალება ერთმევა.
ჰავლაბრელი ტიღუა
10:36 07-10-2020
11
არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ მისმა შედეგებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვონ ევროკავშირიდან, გაეროდან და ა.შ.. ამისთვის კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ამომრჩევლების მიერ, ცხადია, რაც საჭიროა და რასაც ერის სახელმწიფოებრიობა მოითხოვს.
iver iberieli
10:18 07-10-2020
2

სიახლეები პოპულარული