მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

AutoSharing Option
დაწერეთ თქვენი სათქმელი, თუ როგორ მიმართავდით ნაკრების ფეხბურთელებს. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს გამოვაქვეყნებთ და თამაშამდე ბიჭები წაიკითხავენ.

მკითხველის კომენტარები / 283 /
ბიჭებო წავიკითხე თითქმის ყველა კომენტარი და თითქმის ყველა პოზიტიური და ოპტიმისტურია ...კარგია მოგებაც და სადღაც გასვლა და მთელი ერის გახარება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ....ეს ისტორიული ექსკურსებიც მშვენიერია ...!!!! მაგრამ მოდით რა ეგ ყველაფერი იმ 90 წუთის დროს დაივიწყეთ და უბრალოდ ითამაშეთ ფეხბურთი კი არ იომოთ კი არ იბრძოლოთ ....უბრალოდ ფეხბურთი ითამაშეთ ისე როგორც იცით ლაღად და ლამაზად მთავარია რომ ამ თამაშით თქვენვე ისიამოვნოთ სპორტია ხომ ბოლოსდაბოლოს ...და თუ თქვენ ითამაშებთ ისე როგორც თქვენ შეგიძლიათ სიამოვნებას და სიხარულს არა მარტო თქვენ მიიღებთ არამედ
მილიონობით ის გულშემატკივარიც ვინც ამას ნახავს ....!!!!! ასე რომ ბიჭებო დღეს არც ტრაგედია იქნება ( ღმერთმა დაგვიფაროს ) და არც რაღაც გიგანტური ტრიუმფი უბრალოდ პირველ რიგში თქვენ აიწევთ კლასში მაღლა და სულ სხვაგვარი დამოკიდებულება ექნებათ კლუბებს და აგენტებს ჩვენ კი ვუგულშემატკივრებთ ისევ მილანს აიაქსს სიტის რეინჯერსს ( რა ვი სად არ იყვნენ ადრე ჩვენები)გენტის რუბინის ლეგიას ტობოლის ....ნაცვლად !!!! ეგ არის და ეგ და მთავარი შემდეგ ისევ რომ შეიკრიბებით ერთად ნაკრებში ჩვენ ვიამაყებთ იმით აი ნახეთ ჩვენი შემდგარი ვარსკვლევები თქო ...მაგივრად მუდმივ პერსპექტიულ ფეხბურთელებისა ....!!!! ასე რომ უბრალოდ ითამაშეთ მიიღეთ სიამოვნება ფეხბურთისგან და გვასიამოვნეთ ჩვენც ...)))!!!
Aba ee
08 ოქტომბერი 2020 02:52
0
აბა თქვენ იცით! ტაშკენტი და დიუსელდორფი გახსოვდეთ!
ZN
08 ოქტომბერი 2020 00:50
0
ეჰა მეომარნო ქრისტესანნოოო . დავით აღმაშენებლის ამ სიტყვებით უნდა დაიწყოთ რადგან ამ სიტყვებით მან დიდგირის ბრძოლის წინ მიმართა მცირე ქართულ ჯარს ურიცხვი მომხდურების წინ მდგომარენს . უკან გასასვლელი ყველა გზა ჩახერგეს რომ ბოლომდე ეომრათ და ესე მოხდა ძლევაი საკვირველი და ეხლა თქვენ დიდგორის ველზე მყოფი ქართველები ხართ რიმელთაც გამარჯვების გარდა სხვა რამ არ დარჩენიათ . გენაცვალეთ მგლებოოო . მხოლოდ მოგება .
თომა777
07 ოქტომბერი 2020 23:14
0
მოგმართავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - გახსოვდეთ, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. გთხოვთ, ერთმანეთს დაეხმარეთ და ნუ შეგშურდებათ თუ თქვენი თანაგუნდელი უკეთეს საგოლე სიტუაციაში აღმოჩნდება პასი არ დაუგვიანოთ! იცოდეთ მაყურებელი ყველაფერს ხედავს და ყველა ფეხბურთელის თამაშს ობიექტურად შეაფასებს!
აბა თქვენ იცით ბიჭებო, გამარჯვებას გისურვებთ!
მანჩო
07 ოქტომბერი 2020 22:46
0
მოგება მოგება მოგება
rateqs
07 ოქტომბერი 2020 18:14
0
ბევრს არაფერს დავწერ, უბრალოდ გთხოვთ მოიგეთ ❤️
ლუკა
07 ოქტომბერი 2020 17:28
0
ბევრს არაფერს დავწერ, უბრალოდ გთხოვთ მოიგეთ ❤️
ლუკა
07 ოქტომბერი 2020 17:28
0
საქართველოს ღირსეულო კაცებოო!!!გთხოვთ გადახედოთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას, პირველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნისას წარმოთქმულს-მაშინ ქვეყნის და სახელმწიოფოებრიობის მხრივ ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ჰა, დადგა დრო ქართული სახელმწიფო და ქართული ფეხბურთი ევროპისკენ მიმართოთ-ხვდებით ყველანი და დარწმუნებული ვართ ჩვენ ბოლომდე გაქვთ ყველაფერი გააზრებული-წარმატებები ჩვენს ნაკრებს, გფარავდეთ უფალი ამ უდიდეს ბრძოლაში
გიორგი
07 ოქტომბერი 2020 17:18
1
ეს ჯერ მხოლოდ ,,ვესტ ჰემი"-ა, ჩვენი ,,ფეენოორდი" ჩრ.მაკედონიაა, ხოლო ,,კარლ ცეისი" ევროპის ჩემპიონატზე გველოდება!
ასე რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი თავის რწმენით და ზედმეტი აღტკინების გარეშე წინ ბიჭებო დიდი გამარჯვებებისაკენ!!!
bs
07 ოქტომბერი 2020 16:56
0
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მინდორზე, იბრძოლეთ ბოლო წუთამდე! არ მოდუნდეთ ძმებო, ერთი წუთითაც არ აფიქრებინოთ მეტოქეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, ისე გაუხადეთ საქმე, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი დააკარგვინოთ. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ბრძოლით მივაღწევთ შედეგს.ეს არის მხოლოდ პირველი მატჩი, მეორეც სათამაშო გვაქვს ხომ გახსოვთ?!
ალექსანდრე
07 ოქტომბერი 2020 16:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული