როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ უფლება არ მისცა ქართველ გულშემატკივრებს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრების. ამიტომ ქომაგებმა ალტერნატიული გზა გამონახეს და საკმაოდ საინტერესო "წვეულება" დაგეგმეს.
წვეულების მიზეზად კი წერენ, რომ: "იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ აგვიკრძალა 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება, გულშემატკივრები ვიკრიბებით "დინამოსთან" ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ!!!!
გეგმა ასეთია: "დინამოს" შესასვლელთან დავხვდებით და მხურვალედ გავამხნევებთ სტადიონზე მოსულ ქართველ ფეხბურთელებს. მატჩის დაწყების შემდეგ გადავინაცვლებთ "მუშტაიდის ბაღში", სადაც მატჩის საყურებლად დაგხვდებათ "გირჩის" მიერ დამონტაჟებული დიდი ეკრანი, ლუდი და მისთანები."