ჯანო ანანიძე: 8 ოქტომბერი დიდი გამარჯვების დღე იქნება - ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ბელარუსთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ "ინსტაგრამზე" მეტად ემოციური წერილი გამოაქვეყნა. მან თანანაკრებელებს წარმატება უსურვა და სინანული გამოთქვა, რომ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება:

"8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელორუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება.

თუმცა, მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა და ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის.
ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ზუსტად ვიცი, თუ რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხისმგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში.

ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელორუსი დაამარცხონ. ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ.

ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელორუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად.

წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას."

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯანო მალე უნდა გამოჯამრთელდე,ნაკრებს ჯანოს ნაირი ფეხბურთელი ჭირდება, ჯანო ბურთს და თამაშის რიტმს აკონტროლებს.აუცილებლად უნდა მონახოს ძალები და კარიერა უნდა გააგრძელოს,ჯანო ჯერ ადრეა კარიერის დასრულება.თუნდაც ფორმის აღდგენის მიზნით საქართველოში ითამაშოს არა მგონია რომელიმე გუნდამა ჯანოს უარი უთხრას.ძალიან დააკლდება ჩვენ ფეხბურთს ჯანოს წასვლა.ბოლომდე უნდა იბრძოლოს ჯანომ.
ziko
19:02 07-10-2020
0
კარგი ბიჭია ჯანო, მიუხედავად იმისა რომ ვერ აეწყო საკლუბო კარიერა მაინც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებისთვის. არავის არ უნდა დაავიწყდეს მისი საქციელი, როდესაც საქართველოს ნაკრები აირჩია მტკიცედ და უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე. პირადად მე ამ კაცს მიხეილ ფოცხევრიას გვერდზე დავაყენებდი, როგორც თავდადების ნათელ მაგალითს. წარმატებები ჯანო, დაგვიბრუნდი მალე, გვჭირდები !
გიონატ
18:33 07-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული