სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილნი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ შეიძლება ბელარუსი-საქართველოს მატჩზე დასწრება, მაშინ, როცა აქციების გამართვა დაშვებულია.
მისივე თქმით, გულშემატკივრების მსგავსად, თვითონაც გულგატეხილია ამ ფაქტის გამო.
„16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ღია სივრცე იყოს, რამდენადაც მძიმე უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა - მეც ასე ვარ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, დაშვებული რომ ყოფილიყო ამ თამაშზე, მეც ვიქნებოდი მათთან
ერთად. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს გულშემატკივრის დასწრების გარეშე გაიმართება.
მისივე თქმით, გულშემატკივრების მსგავსად, თვითონაც გულგატეხილია ამ ფაქტის გამო.
„16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ღია სივრცე იყოს, რამდენადაც მძიმე უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა - მეც ასე ვარ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, დაშვებული რომ ყოფილიყო ამ თამაშზე, მეც ვიქნებოდი მათთან
ცნობისთვის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს გულშემატკივრის დასწრების გარეშე გაიმართება.
წყარო: IPN.ge
ასე რომ, ჩვენ გავიმარჯვებთ! გამარჯვება, საქართველო!!!