ბელარუსთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ football.by-ს ინტერვიუ ბელარუსის გროდნოს "ნემანის" მცველმა გიორგი ქანთარიამ მისცა და გუნდების შანსები შეაფასა.
- რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ ფინალში საქართველოს ნაკრები გავა. ახლა ჩვენთან ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. ბევრი ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობს და დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ყველას ესმის, რომ ბელარუსი საქართველოსთვის ყველაზე ადვილი მეტოქე არ არის და რთული მატჩი იქნება. ყველა ჩვენი ფეხბურთელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მომავალ შეხვედრას, ჩვენ ხომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ჩვენმა გუნდმა იცის, რომ ბელარუსს ისეთი
ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ამიტომ დაცვაში ფრთხილად უნდა ითამაშონ.
- ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, რომელიმეს გამოყოფა არ შეიძლება. არის სწრაფი და ტექნიკური ოქრიაშვილი, რომელსაც შეუძლია თქვენს დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნას. აგრეთვე - შესანიშნავ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა კვარაცხელია... საერთოდაც, მთელი გუნდი კარგად ბალანსირებულია და ძლიერ ჩემპიონატებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ.
- სამწვრთნელო შტაბს ყოველ პოზიციაზე მდიდარი არჩევანი გააჩნია. ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეები - პასით თამაში და ტექნიკა. ფეხბურთელები შესანიშნავად არიან შეთამაშებულები, ყველამ იცის, რას უნდა ელოდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ ბელარუსებს გაუძნელდებათ.
- სამწვრთნელო შტაბს ყოველ პოზიციაზე მდიდარი არჩევანი გააჩნია. ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეები - პასით თამაში და ტექნიკა. ფეხბურთელები შესანიშნავად არიან შეთამაშებულები, ყველამ იცის, რას უნდა ელოდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ ბელარუსებს გაუძნელდებათ.
- გაუმკლავდებიან თუ არა ქართველი მცველები ტანმაღალ ბელარუსებს? რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან გამოცდილი და ტანმაღალი მცველები გვყავს.
- ბიჭებს ველაპარაკე და მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. მატჩისათვის ყველა მორალურად მზად არის და ჩვენს წარმატებაში დარწმუნებულია.