ვლადიმირ ვაისი: საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის უნდა გავიმარჯვოთ!

AutoSharing Option
ბელარუსთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი განაცხადა:

"კაშია თამაშისთვის მზადაა. გურამი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს განვიხილავთ და ხვალ გადავწყვეტთ, თუ ვინ ითამაშებს.

ხვალ ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. კლუბში ტრავმით ითამაშა, ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. რამდენიმე დღით დაისვენებს და შესაძლოა, შემდეგ ითამაშოს.

ლორიას სკანდალი დაუჯერებელია, კომენტარის გაკეთება არ მინდა. ის კარგი მეკარეა, კარგი ბიჭი და მას ვენდობი.

ბელარუსთან გულით უნდა ვითამაშოთ,
საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ვიცით, მილიონობით ქართველი იქნება ეკრანებთან და ისინი უნდა გავახაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება მოედნის საფარი, ჩვენ მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ. ამ მატჩის შემდეგ ერთი გუნდი იქნება გახარებული და იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით.

არ ვიცი, გვილია იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. მას მწვრთნელი შეეცვალა, რამდენიმე შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ადრე ნავალოვსკი კარგად იდგა მარცხენა ფლანგზე. ახლა 34 წლისაა, ტრავმა ჰქონდა, კლუბში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ვეძებთ მის შემცვლელს. ხვალ კარგ მეტოქეს ვხვდებით, ბალანსი უნდა დავიცვათ შეტევასა და დაცვას შორის. ვიცი, ვის დავაყენებ და ამას ხვალ იხილავთ.

ბელარუსმაც, ჩვენ მსგავსად, თავისი ჯგუფი მოიგო. ბევრი მაღალი დონისა და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც. კარგ დაცვას თამაშობენ, ორგანიზებული გუნდია. ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ერთი სიტყვით, კარგი გუნდია. მჯერა, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

დიდი მოტივაციითა და ჟინით უნდა ვითამაშოთ. ეს უნიკალური შანსია საქართველოსთვის, რომელიც 30 წელში პირველად მოვიდა. ქართველებს დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ - არველაძე, კალაძე, ყიფიანი, დარასელია, თუმცა ამ ეტაპამდე ეს თაობა მოვიდა.

ზოგჯერ ძალიან ქართულ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი შეხებით. ხვალ დიდი პასუხისმგებლობით უნდა გავიდეთ მოედანზე".

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 36 /
გაითანეტ "გრელანდია"!!!
სანდრო
08 ოქტომბერი 2020 16:44
1
გამარჯვება საქართველოს ნაკრებს!ჩემი აზრით მარცხენა დაცვაში თამაშს გია გრიგალავა დაიწყებს.
რუსლანი
08 ოქტომბერი 2020 13:12
1
თუ შემადგენლობა სწორად დააყენა, მაშინ კი !
თამაზი
08 ოქტომბერი 2020 11:33
1
მე აგიხსნით რატომ ათამაშებს ვაისი კვარას მარჯვენა ფლანგზე და არა მარცხნივ. დაცვითი კუთხით მარცხენა ფლანგზე გვაქ დიდი პრობლემა მცველის სახით, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ნახევარმცველის მხრივ. კვარა დიდებულია შეტევაში თუმცა დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებს (თუ რუბინის თამაშებს უყურებთ მიუხედავად იმისა რომ დაცვაში ხშირად ჩამოდის მწვავე შეტევების უმრავლესობა მისი ფლანგიდან ხდება), ხოლო ოქრი უფრო უკეთ ეხმარება დაცვას, ამასთან მარცხნივ ოქრის გარდა სხვა ბევრი არჩევანი გვაქ შემტევი ნახევარმცველების. კვარა მარჯვნიდანა ც მაგრად თამაშობს რაც გასულმა სანაკრებო მატჩებმა გვანახა, ასევე როცა მოწინააღმდეგე ყრუ დაცვაში დგას კვარას შეუძლია მარჯვნიდან უკეთ გააკეთოს საჯარიმოში ჩაწოდებები ვიდრე მარცხნიდან (ფაქტობრივად რუბინში ბურთს არ აწვდის რადგან უწევს არჯვენაზე გადმოტანა ბურთის.). ამ რიგად ორივე ფლანგი შეტევაშიც და დაცვაშიც მეტად დაბალანსებულია. წინა შეხვედრებში კიტეიშვილის და ყზაიშვილის არ ყოფნით ასევე გვილიას ტრამვის გამო ცენტრი დავკარგეთ, რაც მგონია რომ ბელორუსთან გამოსწორდება, და სანამ ვაისის ლანძღვას დაიწყებთ გახსოვდეთ რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და მოითხოვს ყველა რგოლის სიძლიერეს.
semi
08 ოქტომბერი 2020 11:32
0
ამ კომენტარებს ეს ჟურნალისტებიც ხო კითხულობთ? პრესკომფერენციაზე რატო არ ეკითხებით ქვილითაიაზე რატო ყავს ნაკრებში თვეების უთამაშებელი კაცი ეხლა სამადლოდ ქეცბამ წაიყვანა თავისთან... და ამ დროს ზივზივაძე გოლს გოლზე იტანს... ან სლოვაკეთან რო დააყენა ქვილითაია რას ელოდა? მესია და თვეების უთამაშებელი რომ იყოს დაგლიჯავს? ტყუილად 1 კაცით ნაკლები ვეთამაშეთ!!! ვაისი აკეთებს ამას თავის მოკლე ჭკუით თუ ასე ეუბნებიან მუჯირი თუ სხვები ვეღარ გავიგე!!!! ბუდუს შანსი მიეცით არასწორებო
ქართველი
08 ოქტომბერი 2020 11:06
1
რა გოლს გოლზე იტანს, იქნება კარგად დააკვირდე რას თამაშობს, შარშან გაუტანია 32 მატჩი 8 გოლი და თან სად, მეზოკოდოვეშში დაუპყრია ევროპა და ეგაა.
semi
08 ოქტომბერი 2020 11:46
0
ხვიჩა და ოქრიაშვილი ძუწი ფეხბურთელები არიან მთავარია გუნდური თამაშით ითამაშონ
klaster
08 ოქტომბერი 2020 10:21
1
მაქსიმალური ყურადღებით, სიფრთხილით და მონდომებით!!!
tngh
08 ოქტომბერი 2020 09:25
1
დიახ, უნდა გაიმარჯვოთ და სხვა არანაირი შედეგი და ახსნა-განმარტებები არ მიიღება. წარმატებები დღესაც და ფინალშიც!!!
!!!
08 ოქტომბერი 2020 09:12
0
ბელარუსის ძირითადი ამოცანა იქნება ხვიჩას ამოკეტვა, ესეც 19 წლის ბიჭია და შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლოს წნეხს. ამიტომ, ვაისის ადგილას, მთელ აქცენტს შენგელიაზე გავაკეთებდი და მინიმუმ 2 გოლს გავატანინებდი, 1 შორეული დარტყმით და მეორე თავით. ვნახოთ!
აქცენტი
08 ოქტომბერი 2020 07:53
5
ვაა, ეტობა ნანახი გაქვს თამაში. ე.ი. ერთს თავით? ორივე რომ გაიტანოს, რა გვეშველება?
vaa
08 ოქტომბერი 2020 15:08
0
წარმატება გუნდს. თავდაჯერებული თამაში და ბრძოლა ბურთზე ყველა მონაკვეთში!
niko
08 ოქტომბერი 2020 06:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული