პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბელარუსს 1:0-ს უგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბელარუსს ამარცხებს - 1:0.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და
პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას მორიგი დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. 

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი, ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი, ბახარი, ხაჩატურიანი, ლისაკოვიჩი

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვინც ოქრიაშვილზე ცუდს ამბობს ამ თამაშსი, იმან საერთოდ რამე იცის? ესმის რამე? ოქრიმ მოიგო ეს თამასი, მაგან!
kote
22:12 08-10-2020
6
აშკარად მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა... მარცხნივ კვარა უალტერნატივოა! გამთამაშებლად ჩაკვე და მარჯვნივ ლობჟანიძე უნდა დააყენოს სწრაფია და ტექნიკური.. ცრუ ცხრიანზე ვაკო! გაგვიმართლა რომ დიდი ზეწოლა არ იყო კაშია ფორმაში არაა თუ დაბერდა არვიცი ძაან არასაიმედოა...ხოჭოლავა კვერკველია დაცვის ცენტრში. ქვილითაია და კაჭარავა სახლში გაუშვით აზრი არ აქვთ მათ ყოფნას
მწვრთნელი გვინდააა
22:04 08-10-2020
7

სიახლეები პოპულარული