არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
მეამაყებით, ბრძოლისთვის.
გავიმარჯვეთ.
ხარისხი მოვა.
(თორნიკეს ერთ მომენტში, ხვიჩასთვის პასი უნდა მიეცა).
100%
08 ოქტომბერი 2020 22:53
2
100 % :) კარგია რომ დაწერე, თავის დროზე უნდა მიეცა და გოლი იქნებოდა, მერე ხვიჩას დაბრალდა ფაქტიურად და მაგის ბრალი არ იყო. დააგვიანა თორნიკემ , იღორა მოკლედ :)) მარა დღეს ყველას ეპატიება, მით უფრო ოქრის და ხვიჩას, გილოცავთ ყველას
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 01:22
0
მაგ მომენტში,თორნიკემ ვეღარ გაიგო,ხვიჩა,მარჯვენა ფლანგზე გადავიდოდა თუ თვითონ უნდა წასულიყო მარჯვნივ.ხვიჩას მოძრაობას დაელოდა და ყოყმანში დრო დაკარგა.საერთოდაც გადაწყვეტილების მიღება,შეტევის განვითარებაში,ძალიან გვიჭირდა და ყოვნდებოდა.ამ თამაშში,ეს ჩვენი,ყველაზე დიდი ნაკლი იყო.მუდმივად ორჭოფობდნენ,გაემწვავებინათ თუ ბურთი დაეჭირათ და ამან დაშალა თამაში.პრესინგით,მეტოქის კართან ართმევდნენ ბურთს და მერე,აღარ იცოდნენ რა ექნათ.გამთამაშებელი და გამტანი,ისევ უდიდესი პრობლემაა,ფიზიკურ მომზადებასთან ერთად.უკვე მერამდენე თამაშია,გოლი პენალტებით გაგვაქვს.სხვათა შორის ამ ორჭოფობის გამო,ენერგიაც გაცილებით მეტი გვეხარჯებოდა და ამიტომაც დაიღალნენ,უკვე ერთი საათის შემდეგ
სოსო
09 ოქტომბერი 2020 15:03
0
გილოცაააააააააააააააააააააავთ. საფეხბურთო ღმერთი დღეს ჩვენსკენ იყო და იმედია მომდევნო 4 თამაშშიც მასე იქნება. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და გმირული თამაშისთვის. არავის გამოვყოფ უბრალოდ ყველა ფეხბურთელიან მწვრთნელებიანად და გულშემატკივრებიანად გმირები ხართ. მიყვარხართ ყველა.
roma bejanidze
08 ოქტომბერი 2020 22:09
1
გამარჯვებას გილოცავთ!
თამაშის ხარისხს არ გილოცავთ.
გოგა
08 ოქტომბერი 2020 22:03
3
გილოცავთ ყველა ქარველს
გიორგი დაშნიანი
08 ოქტომბერი 2020 23:19
0
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე პირადად შემრცხვა ამ გუნდთან ასეთი თამაშის....ეს ვაისი კიდე სულ გამოყლ...და,89წთ.1:0-ზე 3 ზამენას აკეთებს,6წთ.დამატებულზე.ფეხბურთელი ხომ უნდა შევიდეს თამაში,აზზე ხომ უნდა მოვიდეს და ამ დროს ბურთის გაშვება სულ თავისუფლად შეიძლება.ვერაა ჯანზე,სულ შეიძლება ზამენები ბოლო 10წთ-ში აკეთო.შეიძლება არ იცის რომ მანამდეც შეიძლება,ვინმე დაეხმარეთ სამწვრთ.შტაბიდან,თუ თქვენც არ იცით......
კახა ქ.
08 ოქტომბერი 2020 22:22
21
ასეთი უსუსური თამაშით მაკედონიასთანაც და კოსოვოსთანაც განწირულები ვართ
giorgi3
08 ოქტომბერი 2020 22:17
16
ესეთი თამაშით მაკედონიასთან(კოსოვო) შანსი არ გვაქვს.
ოზეკი
08 ოქტომბერი 2020 22:09
17
ეხლა ტვინი არავინ მ......ათ ეს რა იყო ის რა იყო. ფინალი გვაქვს მოსაგები. წინ ევროპისკენ...
ბექა
08 ოქტომბერი 2020 22:03
5
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ.
წინ ფინალია!
G.LA
08 ოქტომბერი 2020 22:01
0
კარგია ფინალში რომ გავედით,მაგრამ მომეჩვენა რომ ჩვენ ბიჭებს და კერძოთ ხვიჩა კვარაცხელიას მეტი შეუძლიათ.იმედია ფინალურ მატჩში ჩვენი ნაკრების ყველა წევრი მეტად დაიხარჯება,ვიდრე დღევანდელ თამაში.ძალიან ფრთხილ ფეხბურთს ვთამაშობთ!
....
08 ოქტომბერი 2020 22:34
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული