არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
კალაძე და კობიაშვილი მოსალოცად რომ შევარდნენ ბიჭებთან, ჯერ მინდორი მაინც გააკეთეთ წვიმაში წყალბურთს რომ თამაშობენ და კარგ ამინდში ისე რომ ცვივა ბალახი და მერე ის გავარკვიოთ არის თუ არა რამე მისალოცი. ჩემი აზრით მილოცვაც სირცხვილია და დრენაჟ-მინდორიც, ბოლოს და ბოლოს თვითონ თამაშობდით////////////
დათა
09 ოქტომბერი 2020 01:25
4
ეს ერთი კომენტარიც იქნებ გამომიქვეყნოთ, მოკლედ ვიტყვი, ეს ბაია პატარაიას კლაცტერი მაგრად შემოგვეჩვია ამ საიტზე :D ცალკე საიტი რო გააკეთოთ და იქ დაიბიღმოთ არა??? არც მოგება გიხარია, არც წაგება გადარდებს, ჩემი აზრით რაღაც სულიერი დეფექტი გაქვთ ალბათ დაბადებიდან , თანდაყოლილი, / ვამპირებივით სულ უარყოფითი ენერგიას უშვებენ, მაგრამ თქვენ საწყალი კომპლექსიანი ბოროტი მახინჯი ადამიანები ხართ, და ყოველთვის იქნებით ცოტა, რაც არ უნდა დაწეროთ უარყოფითი ამით ვერ ავნებთ ვერავის უბრალოდ ჩვენ თქვენ გაფიქსირებთ ვინც ხართ, და გულწრფელად მეცოდებით !!!
Vasili
09 ოქტომბერი 2020 01:10
1
ყველას გილოცავთ მოგებას. დღეს მთავარი მოგება იყო. არანაკლებ მოსალოცია რუმინეთის წაგება. ეხლა უკვე ვიცით, თუ მაკედონიას მოვუგებთ, მჯერა ასეც იქნება! - შედარებით ადვილ ჯგუფში ვიქნებით: ავსტრია, უკრაინა, ჰოლანდია. რუმინეთი რომ გასულიყო, მაშინ გენახა საშინელება: საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია. ასე რომ, ევროპაზეც უშანსოდ არ ვიქნებით.
Alexandre
09 ოქტომბერი 2020 01:05
0
ნამდვილად არ ვიცი მართლა ეგრე ლაგდება თუ არა, მაგრამ მჯერავს თქვენი გამოთვლების და ძალიან სასიხარულოა. გმადლობთ!
გიგლია
09 ოქტომბერი 2020 11:45
1
ვინაიდან ქართველი გულშემატკივარი, ძალიან მომთხოვნია (ჩემი თამადობით), არ იქნებოდა ურიგო ასე დაგვეწერა: თამაშის შედეგით უზომოდ კმაყოფილები ვართ, ხოლო თამაშის ხარისხით არა. გენაცვალეთ ყველას.
ამასობაში მაკედონიამ, კოსოვო დაამარცხა და კარგადაც დაჯაბნა, უფრო მეტით უნდა მოეგო.
TanoLife
09 ოქტომბერი 2020 00:41
0
კვარას რუბინში ვერ აჩერებენ ისე დარბის ყველა თამაშს ვუყურებ და დღეს რა დაემართა არ ვიცი, კანკავა კანკავაა ყველაზე ჟილკიანი. დანარჩენები მწვრთნელიანად შესაცვლელია ყველა, ჩივაძემ და გუცაევმა ვინც ევროპა მოიგეს კომენტარიც ვერ გააკეთეს მოკრძალებული. ვატყუოთ და ვულოცოთ ერთმანეთს წინასწარ შემდეგი შერცხვენები თუ სიმართლე ვთქვათ???????????? ეს იყო დიდი სირცხვილი თავის დროის ვითომ გაყვანებით,,,,,,,,,
??????????????????
09 ოქტომბერი 2020 00:34
23
პენალი შენ მოიპოვე აბა?? რამდენჯერ გაიყვანა ერთიერთზე თავისიანები და რამდენჯერ ეხსნებოდა და არ მისცა ოქრიაშვილმა პასი ... მაგას ისიც დავამატოტ რო თავის პოზიციაზე არ დააყენა
????-ს
09 ოქტომბერი 2020 01:54
0
ეტყობა კარგად ერკვევით ფეხბურთში :) ერთს ვიტყვი, ამდენი წლის შემდეგ პირველად მოვიგეთ პრიცნიპული მატჩი! მალე გატანილი გოლის მერე, ყველაფერი ძალიან სწორად გაკეთდა. მადლობა ნაკრებს, მადლობა ვაისს!!!!!!!
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 01:18
3
ძალიან სამწუხაროა რომ ზოგიერთჳ ვაი გულშემატკივარი მილოცვის მაგივრაად აკრიტიკებს ნაკრებს. ჯერ 1 ეს არ ყოფილა რიგითი შეხვედრა ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი ორივე ნაკრებისთვის ზემოტივირებული იყოო ორივე გუნდი.
რაც შეხება თამაშს საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონეტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად მოუგოო ვისაც თამაშის ხარისხი არ მოეწონაა მათთან ბოდიში რომ საქართველოს ნაკრები ვერ თამაშობს ესპანეთის ნაკრებივით ლამაზად მაგრამ მოგება უნდა მივულოცოთ ბიჭებს და არაა ვაკრიტიკოთ უადგილოდ.
გელა
09 ოქტომბერი 2020 00:22
7
გელას! შენ კრიტიკა დედის გინება გგონია? იმიტიმ ვაკრიტიკებთ, რომ სხვა გუნდებთან არ შევრცხვეთ. ყველა ბელორუსის დონის ნაკრები კი არ არის. ასეთი თამაშით შეგვხდება საშუალო დონის გუნდი და ამოგვტენის. აი მერე როგორ ხასიათზე დადგები?
დავით 67
09 ოქტომბერი 2020 01:39
5
რაც გვყავს და რისი რესურსიც გვაქ იმით უნდა გავიდეთ ფონს, ასეთი თამაშით იქნება, უარესით თუ უკეთესით გამარჯვება მაინც უხარია ამ დატანჯულ ქვეყანას, ხოდა მეგობრებო ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს და იღბალიც არ გვაქცევს ზურგს
ლეჩხუმელი
09 ოქტომბერი 2020 00:17
2
ბურთი მიიღე დაიწყე ფიქრი - არა ხარ ფეხბურთელი
რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2020 00:15
12
დისლაიქებს ის ხალხი წერს, ვინ ბურთის თრევა - დაგვიანებული პასის დამღუპველობას ვერ აცნობიერებს!
რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2020 07:45
1
გაიხარეთ ბიჭებო!!! მადლობა დიდი!!! / შეცდომები იყო რათქმაუნდა , ეს ბელარუსიაც ხო გულზე ხელებდაკრეფილი არ იდგებოდა, შემოგვიტევდა რათქმაუნდა, ჩვენებს ნერვიულობა ძალიან ეტყობოდათ, მთავარია გავიარეთ ეს ეტაპი და აწი უფრო მეტი სითამამეა საჭირო! მე არც ფერგიუსონი მგონია თავი და არც დელ ბოსკე , მაგრამ შემადგენლობას რო დავხედე თავიდანვე არ მომეწონა, ვაისმა კი მოიგო მაგრამ ვთვლი რომ ეს მოგებები უფრო ინდივიდუალური შესრულების წყალობით ხდება, და არა მწვრთნელის ტაქტიკით და სიბრძნით, ძალიან ბევრ შევდომას უშვებდა ვაისი, ნუ ეს ჩემი აზრია , ერთი რიგითი გულშემატკივრის... / კვარცხელიას ძალიან ბევრი მოხვდა ფეხებში, უსამართლობა!!! კანკავა მომეწონა ძალიან, ყვითელი რომ არ აეღო კარგი იქნებიდა../ ასეა თუ ისე გაიხარეთ და აწი უფრო და უფრო მეტჯერ გაგეხარებინოთ საქართველო!!!!!
Vasili
09 ოქტომბერი 2020 00:06
1
სწორია ეხლა ეს სიაბანდი მილოცვები???????????????????? თქვით რა რომ გუნდი არ გვივარგაააააა ესე ჯობია, სიმართლეა
??????????????????
08 ოქტომბერი 2020 23:55
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული