ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ნერვების თამაშში ფინალში გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა

AutoSharing Option
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გააკეთა:

"ნერვების თამაში იყო, მეტ-ნაკლებად თანაბარი შეხვედრა. პენალტის ეპიზოდმა კი ყველაფერი გადაწყვიტა.

პირველ ტაიმში თამაშით კმაყოფილნი არ ვიყავით. შეტევის გაძლიერება გვჭირდებოდა. გავაკეთეთ შეცვლები, რომლებმაც გააძლიერა ჩვენი თამაში.

რაც შეეხება ჩემ ბელარუსის ნაკრებში დარჩენას, წინასწარ დათქმა არ ყოფილა, რომ მაგალითად, ფინალში ვერგასვლის შემთხვევაში პოსტს დავტოვებდი. ყველა მწვრთნელი უნდა იყოს მზად, რომ ოდესმე მას პოსტს დაატოვებინებენ. ცხადია, ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო, ეს შედეგი არ
დადგა, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია. თუ ამას მეტყვიან, ამას ჩვეულებრივად მივიღებ.

მთლად კარგი განწყობა არ გვქონია, რასაკვირველია. თუმცა პოლიტიკურ ფაქტორს დიდი გავლენა არ მოუხდენია. ფინალში გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა, მოედანზე ღირსეული მეტოქეები იყვნენ.

ვერ გეტყვით, კოსოვო აჯობებს თუ მაკედონია, თუმცა ორივე მათგანი ძალიან ძლიერია. მარტში რომ გამართულიყო ფინალური მატჩი, მაშინ მეცოდინებოდა, რადგან 3 დღეში პოტენციური თამაში გვექნებოდა. ახლა კი ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ფსიქოლოგიური ომის შეხვედრა იქნება ისიც".

საპრესკონფერენციო დარბაზის დატოვებისას მიხაილ მარხელმა გამარჯვება მოგვილოცა და წარმატებები გვისურვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული