ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე

AutoSharing Option
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"მადლობა მოლოცვისთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ლამაზი ფეხბურთის თამაში გვინდა, თუმცა დღეს მთავარი მოგება იყო.

დღეს ყველა ბედნიერია, ფეხბურთელებიც, ხალხიც. ისტორიის შეცვლა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ იქნება ადვილი. ვნახოთ, ვინ შეგვხვდება ფინალში.

კარგად დავიწყეთ, 3 კარგი მომენტი გვქონდა. ასეთ თამაშში, როცა გოლს გაიტან, თამაში უნდა აკონტროლო. ვაკოსა და ხვიჩას მომენტების დროს ძალიან დამწყდა გული, უნდა
გაეტანათ პირველ ტაიმში.

შემდეგ ჩვენმა საყრდენებმა ყვითელი ბარათი მიიღეს. ძალიან სახიფათო იყო ასე თამაში, თუმცა ისინი შეუცვლელები არიან, ძალიან მაგრად ითამაშეს.

კიტესაც უკეთ შეუძლია თამაში. იგივე ითქმის ხვიჩაზე, ძალიან კარგი ბიჭია და შეუძლია უკეთესად ითამაშოს.

ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ბელარუსები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენმა დაცვამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობას. ლორიას ბევრი საქმე არ ჰქონია, მეტოქეს კარში არ დაურტყამს.

ახლა ბედნიერები ვართ, დავისვენებთ და პოლონეთში გავემგზავრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის ერთა ლიგაზე, ჯერ სომხეთთან, შემდეგ მაკედონიასთან.

საქართველოს არასდროს წაუგია სომხეთთან, მე კი არასდროს მომიგია. სომხეთთან ორივე თამაში წავაგე, გასვლაზე 1:3, სახლში 0:4 და სამსახურიც დავკარგე. ასე რომ, მოგება მეც ძალიან მინდა.

თორნიკე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მისთვის გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს კვიპროსში. თუმცა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თემურ ქეცბაიას, მან წაიყვანა ქართველი ბიჭები, ათამაშებს.

თორნიკემ გოლი გაიტანა და სამართლიანად შეიძლება საუკეთესოდ დავასახელოთ. თუმცა, გოლის გარდა, ბევრი კარგი ეპიზოდი იყო.

კვეკვესკირმა, კაშიამ, კვირკველიამ ძალიან კარგად ითამაშეს. დვალმა სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, კაკაბაძეც ახლა გადავიდა კლუბში, პრაქტიკა არ ჰქონდა.

ჯაბა კანკავაზე ცალკე უნდა ვთქვა, ეს გუნდი მის და კაშოს გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჯაბა ყოველთვის, ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მწვრთნელის ბედი ყოველთვის შედეგზეა დამოკიდებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს კონტრაქტს, გავაგრძელებთ თუ არა. მთავარია, ფინალი მოვიგოთ. აგებ, შენი ბრალია, იგებ და გმირი ხარ. საქართველოს არასდროს დავივიწყებ, აქ ხომ კარგი 5 წელი გავატარე. თუ დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე. შესაძლოა დავრჩე, არაფერია გამორიცხული. ბიჭებმა კლუბებში კარგად უნდა ითამაშონ.

ჩაკვეტაძეზე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ ათამაშეს "გენტში". ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია, მაგრამ ტრავმა აქვს, დაუჯერებელი დაზიანებით ნახევარი საათი როგორ ათამაშეს. კლუბთან რაღაც უნდა მოვაგვაროთ და დავეხმაროთ გიორგის ტრავმის მოშუშებაში. 3 დღე ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად იმუშავებს და 12 ოქტომბერს კლუბში დაბრუნდება.

ქვილითაიამ უნდა მოუმატოს, ასევე - ლობჟანიძემ. ვაკო გვილია კარგი იყო, კარგი შანსი შექმნა. ჯიმი კარგი ბიჭია, თუმცა ბოლოს შეცდომა დაუშვა.

ბიჭები ფსიქიკურად და ფიზიკურად ძალიან დაიღალნენ. სომხეთთან ცვლილებები იქნება. კაკაბაძე დაისვენებს, კაშოც. მეორე მეკარეს მინდა შანსი მივცე. წინა ხაზში მაღალი ფორვარდი გვეყოლება. კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთ. შემადგენლობაში 4-5 ცვლილება იქნება.

დღეს მაკედონიას უკეთესად ვიცნობთ, ვიცით, რა შეუძლია, როგორ თამაშობს. თუმცა ფინალზე ვერ ვისაუბრებ ჯერ, წინ სომხეთთან თამაში გველის და ამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ჩაკვე" ისეთ ფორმაში რომ იყოს, 1.5 წლის წინ რომ იყო, შესაძლოა, ორი გოლი გაეტანა, მაგრამ ჯერ ფორმაში არაა, ტრავმა აქვს. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, ფეხბურთელები 1 თვის შემდეგ კლუბებიდან კარგ ფორმაში დაბრუნდებიან".

მკითხველის კომენტარები / 53 /
ვულოცავ ბიჭებს, საქართველოს. ახლა რეალობა თუ არ გავითვალისწინეთ და გავაანალიზეთ წინ ვერ წავალთ, ვაისს მადლობა, სულ მგონია რაღაცას აკლებს, შანსი რომ გეძლევა და აფლავებ- ცუდია. ძნელი გამოსაცნობი არ არის ვისაც ეხება, კანკავა შეუცვლელია, მაგრამ და მაგრამ ამ უაზრო ყვითლებს უნდა განერიდოს, ნეტა ფიზიკაში სხვებიც მასე იქყვნენ. სასურველია თამაშის დალაგებაში ( ყიფიანივით) მეტი კრეატივი გამოიმუშავოს. ცხადია ასეთი თამაშით მაკედონიას ვერ მოვუგებთ, კარებში დარტყმა და ბოლო ფაზებში სრული კრახი გვაქვს. მინიმუმ 4 მომენტი მაინც გვაჩუქა ბელორუსმა და სრული დაბნეულობა, უსუსურობა, გახევება დაემართად ბიჭებს.....აქ არის ვაისის მუშაობა საჭირო, არ ჩანს სტანდარტულებისას რაიმე კომბინაციის მცდელობაც კი...წინ საქართველო!
გუსანი
09 ოქტომბერი 2020 11:40
0
ყველა იმ გულშემატკივარს მივმართავ, ვისაც ვაისის პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარებათ.
მიმდა ერი ამბავი გაგახსენოთ ფეხბურთის ახლო ისტორიიდან...
ყველას გახსოვთ ალბათ 2004 ში ყველასათვის მოულოდნელად როგორ გახდა ევროპის ჩემპიონი საბერძნეთის ნაკრები. ამ ნაკრებს გერმანელო ოტტო რეჰაგელი წვრთნიდა. ეს კაციც ზუსტად ისეთ ფეხბურთს ათამაშებდა ბერძნებს, როგორსაც ჩვენები თამაშობენ დღეს. ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ და ხშირად ზედმეტიც მოსდიოდათ ჟურნალისტებსაც და ქომაგებსაც. ეს კაცი კი ჯიუტად იმეორებდა როგორი ფეხბურთელებიც მყავს ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთო, მომეცით ორი მესი, სამი რონალდო და ვიფრენთო. ეს გუნდი არ თამაშობდა სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ გოლი გაჰქონდა და შედეგს აღწევდა. ბოლოს იმდენი ქნეს რომ ასე 1-0 ყველა დაამარცხეს და პორტუგალიას ფინალში თავისივე ქვეყანაში აახიეს ევროპის ჩემპიონობა....ასე რომ ვაცალოდ ამ კაცს მუშაობა, რავიცით რა ხდება მომავალში...წარმატებები ჩვენს გუნდს!!!
პ.ს.სხვათაშორის რეჰაგელსაც ჰყავდა საყვარელი ფეხბურთელი, ხარისტეასი ევასებოდა მაგრად.
ზაზა
09 ოქტომბერი 2020 11:00
7
ძალიან არასწორი მაგალითია და სხვებისგანაც გამიგია მსგავსი შედარებები. ის საბერძნეთი დაკომპლექტებული იყო ჩემპიონთა ლიგის მუდმივად მონაწილე პანათინაიკოსის და ოლიმპიაკოსის ფეხბურთელებით, გარდა ამისა ყავდათ ფეხბურთელები სერია A-ში, ბუნდესლიგაში და ყველას გარკვეული როლი ჰქონდა თავთავიანთ კლუბებში, სკამს კი არ ხეხავდნენ ჭ-ლიგის ჭ-გუნდებში. კი ჩამოუვარდებოდა გრანდებს შემადგენლობით, მაგრამ ვინც კი ჰყავდათ განაცხადში - მინიმუმ საშუალო დონის ფეხბურთის გამოცდილება ყველას ქონდა. ჩვენ ე.წ ოქროს თაობაში (არველაძეები, ქინქლაძე და ა.შ) კი იყვნენ წამყვან ლიგებში, მაგრამ 4-5 კაცი მხოლოდ მუდმივი პრაქტიკით და ეს უბალანსობა შემადგენლობის ყოველთვის თვალსაჩინო იყო. ასე, რომ მოსაზრება თითქოს ის საბერძნეთი იყო სუსტი ფეხბურთელების გუნდი - ზედაპირულია. ამას გარდა სათამაშო სტილიც საერთოდ არ ჰგავდა დღევანდელი საქართველოს ნაკრებისას და ესეც გაუგებარია როცა ასეთი ტიპის შედარებებს აკეთებთ...
levani
09 ოქტომბერი 2020 20:50
0
ძალიან არასწორი მაგალითია და სხვებისგანაც გამიგია მსგავსი შედარებები. ის საბერძნეთი დაკომპლექტებული იყო ჩემპიონთა ლიგის მუდმივად მონაწილე პანათინაიკოსის და ოლიმპიაკოსის ფეხბურთელებით, გარდა ამისა ყავდათ ფეხბურთელები სერია A-ში, ბუნდესლიგაში და ყველას გარკვეული როლი ჰქონდა თავთავიანთ კლუბებში, სკამს კი არ ხეხავდნენ ჭ-ლიგის ჭ-გუნდებში. კი ჩამოუვარდებოდა გრანდებს შემადგენლობით, მაგრამ ვინც კი ჰყავდათ განაცხადში - მინიმუმ საშუალო დონის ფეხბურთის გამოცდილება ყველას ქონდა. ჩვენ ე.წ ოქროს თაობაში (არველაძეები, ქინქლაძე და ა.შ) კი იყვნენ წამყვან ლიგებში, მაგრამ 4-5 კაცი მხოლოდ მუდმივი პრაქტიკით და ეს უბალანსობა შემადგენლობის ყოველთვის თვალსაჩინო იყო. ასე, რომ მოსაზრება თითქოს ის საბერძნეთი იყო სუსტი ფეხბურთელების გუნდი - ზედაპირულია. ამას გარდა სათამაშო სტილიც საერთოდ არ ჰგავდა დღევანდელი საქართველოს ნაკრებისას და ესეც გაუგებარია როცა ასეთი ტიპის შედარებებს აკეთებთ...
levani
09 ოქტომბერი 2020 20:42
1
ყველა გამოხმაურება
ვაისის ხელში საუკეთესო ფეხბურთს ანახებს ჩვენი ნაკრები, ამდენი მოგება სბა როდის გვქონდა. ესპანეთსაც მოუგეს, ახლა რა ახლოს ვართ მიზანთან. ვაისზე უკმაყოფილო ვინცაა :)) ნუ რა ვთქვა, დაუნახაობასაც ააქვს საზღვარი .
ლაშა 19
09 ოქტომბერი 2020 10:56
7
გვქონდა ლაშა, გვქონდა ამდენი მოგება. შენ ალბათ ცხრამეტი წლის ხარ და არ გემახსოვრება, თუმცა გუგლი ხო არსებობს და მოიძიე. 2-3 ჯერ მე-3 ადგილზეც კი გასულა შესარჩევებში სხვადასხვა დროს ის დაქცეული 90-იანების ნაკრებები. შედეგი არ მოგვწონდა და ვაგინებდით ხოლმე...
zura
09 ოქტომბერი 2020 20:49
0
მე ვერ დავარქმევდი მეორე სასტავს ჩვენს სადათარიგოებს, რადგან 5-6 ფეხბურთელი გუშინდელ ძირითადში მოთამაშეს მე პირადად ბევრად მირჩევნია
Vasili
09 ოქტომბერი 2020 10:50
1
რომ გავიდეთ ევროპაზე და ვაისი გადააყენონ(რათქმაუნდა თუ თვითონ არ მოისურვებს წასვლას)ევროპაზე ფორმალურად გავალთ და ეს ნამდვილად არ მინდა.ეს ვაისის აწყობილი ნაკრებია და მან უკეთ იცის ვინ როგორ გამოიყენოს.გაიხსენეთ რა ფეხბურთელები გვყავდა და რომელ კლუბებში თამაშობდნენ და ნაკრებში რას მიაღწიეს!გუნდს თავისი გეგმა აქვს და დისციპლინირებული გუნდია რც სხებმა ვერც ქართველებმა და ვერც უცხოელმა უფრო მაგარმა წვრთნელმა ვერ მოახერხა.თან თაობასაც კარგად აბალანსებს ახალგაზრდებს აჩვევს ნაკრებს.ცვლილებებს აგვიანებს მართალია მაგრამ აყენებს იმას ვისი იმედიც ბოლომდე აქვს.დღემდე უკეთესი ნაკრებში მწვრთნელი არ მახსოვს.ნაკრებს ბურთი აქ არ იგერიებს უაზროდ არ უბრუნებს მეკარეს და ეძებს გზას შეტიოს
თემური
09 ოქტომბერი 2020 10:38
4
რაც შეიზლება რბილად მინდა გამოვთქვა ჩენი აზრი: ეს კაცი ან შემოგზავნილია, ან ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია!
1) რატომ არ ათამაშებს პრინციპულად ხვიჩას თავის ფლანგზე, სადაც ნებისმიერი გუნდის მცველებს უბრალოდ აწიოკებს, არ ახარებს და ზეპროდუქტიულია?
2) რატომ გამოყავს სასომხეთთან თითქმის მეორე შემადგენლობა, არ იცის რომ მაგათთან წაგებას ყველაზე მტკივნეულად მივიღებთ? რუბინში ხვიჩას ყოველ სამ დღეში ერთხელ ათამაშებენ და ქაჩავს ბიჭი. თუ არა და ერთი ტაიმი მაინც ათამაშე, მეორეში შემოიყვანე. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებს დაღლილ სომეხ მცველებს?
3) რატომ ყავს გუნდში საყვარელი ფეხბურთელები და ძირითადში აწყებინებს, როცა ფორმაშიც არ არიან? პროფესიონალი მწვრთნელი ამას ხმამაღლა მაინც არ უნდა აცხადებდეს, რომ დანარჩენი ბიჭები მორალურად და მენტალურად არ დაითრგუნონ.
4 )რატომ იძლევა ინტერვიუს რუსულად? რუსეთში ვართ, იმათი მწვრთნელია თუ ჩვენ ვართ რუსები? მით უმეტეს, როცა საზიზღრად საუბრობს რუსულად.
5) არც ერთი დამუშავებული კომბინაცია 5 წლის განმავლობაში!
6) შეცვლების დროულად გაკეთებას ეხლა სწავლობს.
7) დისციპლინა არ უვარგა გუნდში. ფეხბურთელი მსაჯთან კამათისთვის არ უდა იღებდეს ყვითელს.
ბოლო ინტერვიუდანაც ნათლად ჩანს, რომ მაგის მომავალი მთლიანად არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. რაის გამარჯვებული წასვლა? ნუ დაგვავიწყდება რა გუნდებთან ჭიდილში გავალთ, ისიც თუ გავედით, ჯერ კიდევ საკითხავია. გუნდის წარმატებები მთლიანად კონკრეტული ფეხბურთელების დამსახურებაა და არა მაგის გენიოსობის. და ბოლოს ჩაკვეტაძის ამბავი.ბიჭი გამოიძახეს, ავარჯიშეს მთელი ეს დღეები და მხოლოდ თამაშის წინ აღმოაჩინეს რონ საშინელი ტრავმა აქვს.
მოკლედ, მე ეს კაცი ან შემოპარული მგონია, ან ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი. თავის დროზე სლოვაკებიც ინდივიდუალურობის ხარჯზე გავიდოდნენ ევროპაზე. ქართველი მწვრთნელი გვჭირდება, უკომპრომისო, მკაცრი და გამოცდილი. იშვიათად შეიყვარებს უცხოელი მელიტონასავით საქართველოს. რა ეტყობა ეხლა ამას რო ჩვენს ქვეყანას პატივს ცემს. ტიპიური გასტროლიორია.
არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ...
09 ოქტომბერი 2020 09:54
41
მომავალში იმედია ქართველი მწვრთნელებიც გამოჩნდებიან ნაკრებისთვის, 1-2 და ვნახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მეგულება ვინმე მზად იყოს ამისთვის. ნაკლი ყველას აქვს, მე რაც არ მომწონს კუს ნაბიჯებით მივდივართ. მწვრთნელის ხელი არ იგრძნობა კომბინაციების, სტანდარტულების,პასებით დახვეწის კუთხით. კაშია ფორმაში არ არის მაგრამ პლიუს-მინუსებით არც სხვების სტატისტიკაა უკეთესი, კვერკველია კი ნათელია რატომაც ამოვარდა ლოკომოტივიდან.,,დამძიმდა" ყველა გაგებით, მაგრამ უკეთესი ვინ გვყავს? სულ მიკვირს შენგელიას და არველაძის მერე 40 წელია გოლზე დაგეშილი თავდამსხმელი როგორ არ გაიზარდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი...
გუსანი
09 ოქტომბერი 2020 11:50
1
მაპატიე მეგობარო მაგრამ მწვრთნელობა და გულშემატკივრობა ერთმანეთში გერევა.5 წელია ამ გუნდშია და გინდა თქვა რომ შენ ვაისზე უკეთ იცნობ ამ ფეხბურთელებს?და მასზე უკეთ გაართმევ თავს მწვრთნელობას?მარცხნივ რომ დააყენოს,მარჯვნივ ვინ დააყენოს?კაკაბაძე აწიოს გარემარბად?მის კარიერას მაინც გადახედე რა მიღწევები აქვს.პეტრჟალკა გახსოვს ასეთი კლუბი?ან სლოვაკეთის ნაკრები.ფაქტია გუნდი სტაბილურია და დიდებული შანსი აქვს ევროპაზე ითამაშოს.გულშემატკივარი სხვანაირად აღიქვავს ფეხბურთს.შორიდან ადვილი ჩანს მწვრთნელობა.ტაქტიკას მეტოქიდან,მატჩის მნიშვნელობიდან და საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობიდან გამომდინარე ირჩევს მწვრთნელი და არა გულშემატკივარს რა სურს იმის მიხედვით.ნუ გამოვალთ ყოვლისმცოდნეები.მეც ძალიან გამიკვირდა გუშინ დვალის დაყენება,მაგრამ ფაქტია ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე.ვარჯიშებს ვაისი ატარებს და ის ხედავს ფეხბურთელებს და არა მე და შენ მეგობარო.
Master
09 ოქტომბერი 2020 11:42
2
ყველა გამოხმაურება
რა აქოშინებილი,საიდან მოიტანე ასეთი ბრძნული აზრები?დიდი ხნის ნაფიქრალი დაწერე მაინტეტესებს? შენ თუ დიდ მინდორზე ნათამაშები გქონდეს თავს მოვიჭრი.
ხო აბა ფეტგიუსონს სოლსკიაერი(მაშინ ასე ეძახდნენ,ეხლა სოლშერს ეძახიან) გამოყავდა შეცვლაზე სულ ქოშინით იტანდა გოლებს.ქოშინი არა კიდე ყროყინი.
Nikas
09 ოქტომბერი 2020 07:12
3
ჯერ წერა ისწავლე გრამატიკულად.მართლა გადაირევი კაცი,სკოლაში არ გივლიათ??? „ რასაა რო წერ“ -რომელ სკოლაში გასწავლეს მე იმ სკოლის მერხებზე მოვჯ.... “არ ათამაშენ“,„გააფუჭენ“,„რასაა რო წერ“...რომელი მიყრუებული სოფლის დიალექტია გამაგებინა ნეტა...
გადასარევი ხარ თუ გიორგი
09 ოქტომბერი 2020 07:06
1
მემგონი შენც უბრლოდ დადიოდი სკოლაში და მეტი არაფერი. ნასწავლის შენ არ გეტყობა არაფერი...
temo
09 ოქტომბერი 2020 20:57
0
რას ნიშნავს კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთო? არ აპირებს ამათ დაყენებას სასტავში? თუ მე ვერ გავიგე
დავით 67
09 ოქტომბერი 2020 02:46
10
ფეხბურთელები რობოტები არ არიან,მითუმეტეს 19-20 წლის ბიჭები, ფაქტი სახეზეა გიორგი ჩაკვეტაძე, 3 თვის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს უწევდა თამაში და კიდევაც აიკიდა უმძიმესი ტრავმა,რომლის შემდეგაც ძალიან ბევრი თავს ანებებს ფეხბურთს, ეს გენტის "დამსახურებაა", ამას მხოლოდ ვაისი არ წყვეტს ითამაშებენ თუ არა ოქრი და კვარაცხელია,შტაბი გადაწყვეტს,ფიზმომზადება,ექიმები და მწვრთნელი, დარწმუნებული ვარ კვარა მაქსიმუმ 1 ტაიმს ითამაშებს სომხეთთან, ამიტომ არის შემცვლელები საჭირო,მაგარი ბიჭები გვყავს,მაგრამ რაოდენობაში გვიჭირს,მაგალითად ზურიკო და ჩაკვეტაძე რომ გვყავდეს უპრობლემოდ ჩავანაცვლებდით ხვიჩას 1 თამაშით.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ 1 კვირაში 3 თამაში ძალიან რთულია,პლიუს არ დაგვავიწყდეს რომ ნაკრების თამაშამდე კლუბებში ჰქონდათ თამაში, თუ მოასწრეს აღდგენა ითამაშებენ თუ არადა ჩანაცვლება მოგვიწევს,რაც სავსებით ლოგიკურია.ასეც და ისეც წარმატებები ჩვენს ბიჭებს სომხეთთან და შემდეგ მაკედონიასთან გველის გენერალური რეპეტიცია. 4 ქულა პროგრამა მინიმუმი იქნება ამ ორ თამაშში,რომ გავაგრძელოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლა
საქართველო
09 ოქტომბერი 2020 04:55
2
თუ ვაისმა გუნდი ევროპაზე გაიყვანა არანაერად მისი გაშვება არ შეიძელბა. გუნდი შეკრა, თანამედროვე ფეხბურთი აათამაშა, თვითდაჯერებამ მოიმატა და კიდევ ბევრის მიღწევა შეიძლება ამ ბიჭებისგან. თუ ევროპაზე გავედით და მერე შეცვლიან მწვრთნელს ყველაფერი აირევა და დაიწყება უკუსვლა. ერთია შეცვლები დროზე უნდა განახორციელოს, რადგან მოედანზე გასვლის გარდა პირველი 5 წუთიფეხბურთელს თამაშში ჩაჯდომა უნდა და დაწყნარება რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. ვისაც ფეხბურთი დიდ მოედანზე არ უთამაშია მათთვის: მოედნის გარეთ გახურება და შეცვლაზე შესვლა უპრობლემოდ ადვილი არ არის, რაც არ უნდა გახურებული იყოს ფეხბურთელი და განსაკუთღებით ნახევარ დავა და შეტევა პირველი "რივოკი" ყოველთვის გადამღლელია რადგან შედიხარ შეცვლაზე და გინდა რომ თავი გამოიჩინო და აღელვებული ხარ აი ამ პირველი "რივოკის" შემდგომ ტვინიც წყნარდება და ადგილსაც ადვილად არჩევს ფეხბურთელი და თამაშშიც ამის მერე შედის მთლიანად. გადაახვიეთ ლობჟანიძის შესვლა და ნახეთ აქოშინებული, ქვილითაიაც და შენგელიაც. ასე ყველა თუ გინდ რონალდო აიღე. ამის გამო ბოლო წუთებში შეცვლას თამაშის შესაცვლელად აზრი არ აქვს დროის გაყვანის გარდა.
Niko
09 ოქტომბერი 2020 02:22
12
მემგონი ვაისის გადამეტებული შეფასებაა... შეცვლების გარდა კიდევ ბევრი მინუსის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა საშუალო ევროპული დონის მწვრთნელია და თუ გაიყვანა გუნდი ევროპაზე, არ უნდა შეიცვალოს, მარა თვითონ დარჩება რო?
Dato
09 ოქტომბერი 2020 09:20
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული