ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე

AutoSharing Option
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"მადლობა მოლოცვისთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ლამაზი ფეხბურთის თამაში გვინდა, თუმცა დღეს მთავარი მოგება იყო.

დღეს ყველა ბედნიერია, ფეხბურთელებიც, ხალხიც. ისტორიის შეცვლა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ იქნება ადვილი. ვნახოთ, ვინ შეგვხვდება ფინალში.

კარგად დავიწყეთ, 3 კარგი მომენტი გვქონდა. ასეთ თამაშში, როცა გოლს გაიტან, თამაში უნდა აკონტროლო. ვაკოსა და ხვიჩას მომენტების დროს ძალიან დამწყდა გული, უნდა
გაეტანათ პირველ ტაიმში.

შემდეგ ჩვენმა საყრდენებმა ყვითელი ბარათი მიიღეს. ძალიან სახიფათო იყო ასე თამაში, თუმცა ისინი შეუცვლელები არიან, ძალიან მაგრად ითამაშეს.

კიტესაც უკეთ შეუძლია თამაში. იგივე ითქმის ხვიჩაზე, ძალიან კარგი ბიჭია და შეუძლია უკეთესად ითამაშოს.

ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ბელარუსები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენმა დაცვამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობას. ლორიას ბევრი საქმე არ ჰქონია, მეტოქეს კარში არ დაურტყამს.

ახლა ბედნიერები ვართ, დავისვენებთ და პოლონეთში გავემგზავრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის ერთა ლიგაზე, ჯერ სომხეთთან, შემდეგ მაკედონიასთან.

საქართველოს არასდროს წაუგია სომხეთთან, მე კი არასდროს მომიგია. სომხეთთან ორივე თამაში წავაგე, გასვლაზე 1:3, სახლში 0:4 და სამსახურიც დავკარგე. ასე რომ, მოგება მეც ძალიან მინდა.

თორნიკე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მისთვის გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს კვიპროსში. თუმცა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თემურ ქეცბაიას, მან წაიყვანა ქართველი ბიჭები, ათამაშებს.

თორნიკემ გოლი გაიტანა და სამართლიანად შეიძლება საუკეთესოდ დავასახელოთ. თუმცა, გოლის გარდა, ბევრი კარგი ეპიზოდი იყო.

კვეკვესკირმა, კაშიამ, კვირკველიამ ძალიან კარგად ითამაშეს. დვალმა სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, კაკაბაძეც ახლა გადავიდა კლუბში, პრაქტიკა არ ჰქონდა.

ჯაბა კანკავაზე ცალკე უნდა ვთქვა, ეს გუნდი მის და კაშოს გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჯაბა ყოველთვის, ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მწვრთნელის ბედი ყოველთვის შედეგზეა დამოკიდებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს კონტრაქტს, გავაგრძელებთ თუ არა. მთავარია, ფინალი მოვიგოთ. აგებ, შენი ბრალია, იგებ და გმირი ხარ. საქართველოს არასდროს დავივიწყებ, აქ ხომ კარგი 5 წელი გავატარე. თუ დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე. შესაძლოა დავრჩე, არაფერია გამორიცხული. ბიჭებმა კლუბებში კარგად უნდა ითამაშონ.

ჩაკვეტაძეზე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ ათამაშეს "გენტში". ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია, მაგრამ ტრავმა აქვს, დაუჯერებელი დაზიანებით ნახევარი საათი როგორ ათამაშეს. კლუბთან რაღაც უნდა მოვაგვაროთ და დავეხმაროთ გიორგის ტრავმის მოშუშებაში. 3 დღე ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად იმუშავებს და 12 ოქტომბერს კლუბში დაბრუნდება.

ქვილითაიამ უნდა მოუმატოს, ასევე - ლობჟანიძემ. ვაკო გვილია კარგი იყო, კარგი შანსი შექმნა. ჯიმი კარგი ბიჭია, თუმცა ბოლოს შეცდომა დაუშვა.

ბიჭები ფსიქიკურად და ფიზიკურად ძალიან დაიღალნენ. სომხეთთან ცვლილებები იქნება. კაკაბაძე დაისვენებს, კაშოც. მეორე მეკარეს მინდა შანსი მივცე. წინა ხაზში მაღალი ფორვარდი გვეყოლება. კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთ. შემადგენლობაში 4-5 ცვლილება იქნება.

დღეს მაკედონიას უკეთესად ვიცნობთ, ვიცით, რა შეუძლია, როგორ თამაშობს. თუმცა ფინალზე ვერ ვისაუბრებ ჯერ, წინ სომხეთთან თამაში გველის და ამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ჩაკვე" ისეთ ფორმაში რომ იყოს, 1.5 წლის წინ რომ იყო, შესაძლოა, ორი გოლი გაეტანა, მაგრამ ჯერ ფორმაში არაა, ტრავმა აქვს. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, ფეხბურთელები 1 თვის შემდეგ კლუბებიდან კარგ ფორმაში დაბრუნდებიან".

მკითხველის კომენტარები / 53 /
რათქმაუნდა უნდა დარჩეთ ვლადიმერ ! მაგარი ხართ, ძალიან მომეწონა თქვენი გამოყვანილი გუნდიც და ისიც, რომ ცვლილებეს ნელ-ნელა უფრო ადრე და უფრო სწორს აკეთებთ ხოლმე. ვინმე თუ კითხულობდა ჩემ ნაწერებს და ახსოვს, ჩემზე მაგრად ვაისს არავინ აკრიტიკებდა მთელ რიგ ამბებში, მაგრამ დღეს ამ კაცმა შედეგი დადო და ისეთი ნაკრები გამოიყვანა, რომელიც თავად შექმნა. ეს ნაკრები უკვე ვაისის ნაკრებია. მან 3 საოცრად მაგარი რამ გააკეთა გუნდში: 1. ატმოსფერო შექმნა კარგი , რადგან სწორი ფეხბურთელები შეარჩია და ურჩები გაყარა 2. მიაჩვია მაყურებელიც და ფეხბურთელებიც რომ არსებობს ძირითადი ბირთვი, რომელსაც (როგორც არ უნდა არ მომწონდეს ხოლმე ერთი მხრივ დაგვიანებული შეცვლები) ძალიან დიდ ხანს ტოვებს ხოლმე მოედანზე და ამან კარგი ის გააკეთა, რომ გაჩნდა შეგრძნება რომ მტკიცე შემადგენლობა არსებობს და 3. რომ გუნდი სულ შეტევას ეძებს, არაა უაზრო დაროის გაყვანა (ამას ლორიასაც ვუმადლი). ეხლა მინუსებზე აღარ დავწერ ვაისისაზე, რადგან კაცმა ასეთი გამარჯვება გვაჩუქა. დიდი მადლობა ვლადიმერ თქვენ :) და ყველა ფეხბურთელს, სტაფს... ერთი სიტყვა კიდევ ფეხბურთელებზეც. დღეს საუკეთესო ჩემთვის ასევე 3 ფეხბურტელი იყო: 1. კვარაცხელია, 2.ოქრიაშვილი და 3. კვირკველია! დანარჩენები ყველა მაგარი იყო, დიდი მადლობა მათ
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 01:06
15
წადი!
რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2020 00:17
67
ვაისმა მიგვიყვანა? ტაქტიკით? თუ დისციპლინით? თუ კომბინაციებით? თუ ჭკვიანური შეცვლებით? თუ შეიძლება ჩამოთვალეთ 5 დადებითი ვაისის ტაქტიკაში. კარგი, 3 იყოს...
რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2020 13:33
4
ეს რაგბი კი არაა მეგობარო :) წადიო რომ უწერ, რასაა რომ წერ. წადი კი არა, ძლივს კაცმა ზედ კართან მიგვიყვანა ევროპის. აუცილებლად დარჩით ვაის, მადლობა თქვენ!!!
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 01:08
13
და ასე ყველაფერს რატო ლაპარაკობს წინასწარ? ამას ხო მეტოქეებიც ისმენენ
გიორგი
09 ოქტომბერი 2020 00:02
32
ჩაკვეზე რა თქვა, ესე იგი ღუპავენ იმ ბელგიაში თუ როგორაა საქმე.
მეორე სასტავის დაყენებას აპირებს სომხებთან
domenti
09 ოქტომბერი 2020 00:02
1
ესეიგი სიმართლე დავწერე მაგიტომაც არ მოგეწონათ ასეა სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო ბრძენს უთქვამს ეს თუ ფეხბურთი იყო მაშინ დროა ბობსლეის გულშემატკივრობა დაიწყოთ, განასხვავოთ უნდა მოგება სასიამოვნოა ოღონდ დამსახურებული და არა ალალბედზე შემთხვევით ვაისი ვისაც მოგწონთ მთელი წელი გყოლოდეთ მდგმურად ერთა ლიგა ზე იყო და ჩაკვეტაძემ 19 წლის ბავშვმა გადაარჩინა ეხლაც იგივე ისევ ბავშვმა მოაგებინა და კითხეთ ერთი ამ ბავშვებს რამდენი პროცენტია ვაისის დამსახურება იმაში რაც მათ მოედანზე გააკეთეს ( ხვიჩა არ აყვე ასეთი შეცდომები აღარ ჩაიდინო ქუსლაობა და ფოკუსები როცა დამაჯერებლად იგებს გუნდი მაშინ) ან ეს პანიკიორი მცველებსაც რო გადასდებს არიცი ამხელა დონის მწვრთნელმა ყაზაიშვილი კიდე მის თანაგუნდელთან ერთად კითხვა არ გებადებათ რატო ამერიკა და არა ევროპა რა პენსიონრები არიან კიდე არგუმენტებს მოვიყვანდი ოღონდ გაიწელება და ვისაც ტვინი გაქვთ გაარყიეთ სანაკრებო ურემი გადაბრუნდება
კახა
08 ოქტომბერი 2020 23:59
40
მესმის რო ბრძენი გგონია შენი თავი, მაგრამ დამიჯერე არ ხარ ეგეთი, ეგ შენი ეგო გაძლევს იმპულსებს რომ შეუცდომელი ჭეშმარიტების მღაღადებილი ხარ. თამაშებს დიახაც ყველგან ფეხბურთელები იგებენ ზოგან 19 წლის ზოგან 35 წლის. ჩვენთან ორი 19 წლის ბიჭI ქმნის თამაშს და მადლობა მათ. შენ კი ჯობია ფეხბურთს უყურო და ასე თი ქედმაღლობა დაივიწყო. ამერიკიდან თუ არ უნდა გამოვიძახოთ ფეხბურთელი აბა საიდან? აზერებში ყაზახეთში და საქართველოს ჩემპიონატში დაგვრჩა თითო ოროლა კაცი და იმათ გულისხმობ ალბათ.
semi
09 ოქტომბერი 2020 11:22
2
ჩაკვეტაძის ირგვლივ რა ხდება ვერ ვხვდები? კაცი ამბობს ისეთი საშინელი ტრავმა აქვს რომ გაოცებული ვარ როგორ ათამაშეს გენტის ბოლო თამაშშიო ამ სიტყვებს ჰაერზე ხომ არ იტყოდა ვაისი? ალბათ ნახა თავის თვალით შემდეგ სამედიცინო პერსონალმაც დაუსვა დიაგნოზი ხოდა თუ ასეა ესეიგი ჩაკვეტაძე კიდიათ გენტში? გახოკიძეა არა მისი აგენტი? მოაცილეთ ეგ აშკარად რაღაც ცუდი ხდება გენტში ჩაკვეტაძის ირგვლივ
დარსალია
08 ოქტომბერი 2020 23:58
4
რასამბობ ვლადიმირ, შენთუ ევროპაზე გაგვიყვანე გუნდიდან ვინღა გაგიშვებს!?

ყველაფერი რიგზეა.. ფინალს ჩვენთან ვხვდებით და იმედია სტადიონზეც შეგვიშვებენ!

კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს!
Biankonneri
08 ოქტომბერი 2020 23:41
9
ვაისი ასეთი ენაწყლიანი გახსოვთ ვინმეს?ცოტა ზედმეტად პრაგმატულია,მარა ასე მგონია ამ პრაგმატიზმის გარეშე ქართველები ვერ მივაღწევთ შედეგს.რაც უნდა იყოს ეს ვაისის შექმნილი ნაკრებია.5 წელი დიდი დროა,ყველაზე კარგად მან იცის ამ გუნდის და მისი ფეხბურთელების შესაძლებლობები.თუ სამართალია ევროზე გასვლით უნდა დააგვირგვინოს თავისი მუშაობა.ვერ იტყვის კაცი რომ ვაისი სუსტი მწვრთნელია.წარმატებები ვლადიმირ...
Master
08 ოქტომბერი 2020 23:38
7
ვაისმა აღმოაჩინა ჩაკვე კვარა და სხვები ხო? პროსტა დაემთხვა მაგის დროს მოიჩიტნენ... გუნდის თამაშს ვუყურე და კომბინაციური ვერაფერი ვნახე გარდა ინდივიდუალური გარღვევის და ამ დროსაც კი არ იციან რა ქნან მერე და ურტყავენ უაზროდ კარებში.... ეს არაა მწვრთნელობა.
ჰაჰაჰა
09 ოქტომბერი 2020 01:18
17
რა ცუდია სლოვენიურზე რომ ვერ ვწერ წადი მოგვშორდი საბანკო არ მოგივარდებით და ლამაზად შეგამკოფთ წადი არა ნაკრები შემოსავლების დონე ყაზახეთის საშუალო კლუბები კი ბატონა ლიდერები არამგონია თუ ფიფიას ნაირი მეპატრონეები არ ყავთ
წადი
08 ოქტომბერი 2020 23:33
114
სლოვენიური რა შუაშია, ვაისი სლოვაკია
თენგო
09 ოქტომბერი 2020 19:40
1
google translatet sheidzleba cera magram shens dacerils verc eg gaarkvevs da mixvdeba :)))) carmateba chvens nakrebs !!!!!
duscatto
09 ოქტომბერი 2020 11:56
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული