ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე

AutoSharing Option
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"მადლობა მოლოცვისთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ლამაზი ფეხბურთის თამაში გვინდა, თუმცა დღეს მთავარი მოგება იყო.

დღეს ყველა ბედნიერია, ფეხბურთელებიც, ხალხიც. ისტორიის შეცვლა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ იქნება ადვილი. ვნახოთ, ვინ შეგვხვდება ფინალში.

კარგად დავიწყეთ, 3 კარგი მომენტი გვქონდა. ასეთ თამაშში, როცა გოლს გაიტან, თამაში უნდა აკონტროლო. ვაკოსა და ხვიჩას მომენტების დროს ძალიან დამწყდა გული, უნდა
გაეტანათ პირველ ტაიმში.

შემდეგ ჩვენმა საყრდენებმა ყვითელი ბარათი მიიღეს. ძალიან სახიფათო იყო ასე თამაში, თუმცა ისინი შეუცვლელები არიან, ძალიან მაგრად ითამაშეს.

კიტესაც უკეთ შეუძლია თამაში. იგივე ითქმის ხვიჩაზე, ძალიან კარგი ბიჭია და შეუძლია უკეთესად ითამაშოს.

ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ბელარუსები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენმა დაცვამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობას. ლორიას ბევრი საქმე არ ჰქონია, მეტოქეს კარში არ დაურტყამს.

ახლა ბედნიერები ვართ, დავისვენებთ და პოლონეთში გავემგზავრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის ერთა ლიგაზე, ჯერ სომხეთთან, შემდეგ მაკედონიასთან.

საქართველოს არასდროს წაუგია სომხეთთან, მე კი არასდროს მომიგია. სომხეთთან ორივე თამაში წავაგე, გასვლაზე 1:3, სახლში 0:4 და სამსახურიც დავკარგე. ასე რომ, მოგება მეც ძალიან მინდა.

თორნიკე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მისთვის გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს კვიპროსში. თუმცა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თემურ ქეცბაიას, მან წაიყვანა ქართველი ბიჭები, ათამაშებს.

თორნიკემ გოლი გაიტანა და სამართლიანად შეიძლება საუკეთესოდ დავასახელოთ. თუმცა, გოლის გარდა, ბევრი კარგი ეპიზოდი იყო.

კვეკვესკირმა, კაშიამ, კვირკველიამ ძალიან კარგად ითამაშეს. დვალმა სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, კაკაბაძეც ახლა გადავიდა კლუბში, პრაქტიკა არ ჰქონდა.

ჯაბა კანკავაზე ცალკე უნდა ვთქვა, ეს გუნდი მის და კაშოს გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჯაბა ყოველთვის, ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მწვრთნელის ბედი ყოველთვის შედეგზეა დამოკიდებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს კონტრაქტს, გავაგრძელებთ თუ არა. მთავარია, ფინალი მოვიგოთ. აგებ, შენი ბრალია, იგებ და გმირი ხარ. საქართველოს არასდროს დავივიწყებ, აქ ხომ კარგი 5 წელი გავატარე. თუ დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე. შესაძლოა დავრჩე, არაფერია გამორიცხული. ბიჭებმა კლუბებში კარგად უნდა ითამაშონ.

ჩაკვეტაძეზე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ ათამაშეს "გენტში". ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია, მაგრამ ტრავმა აქვს, დაუჯერებელი დაზიანებით ნახევარი საათი როგორ ათამაშეს. კლუბთან რაღაც უნდა მოვაგვაროთ და დავეხმაროთ გიორგის ტრავმის მოშუშებაში. 3 დღე ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად იმუშავებს და 12 ოქტომბერს კლუბში დაბრუნდება.

ქვილითაიამ უნდა მოუმატოს, ასევე - ლობჟანიძემ. ვაკო გვილია კარგი იყო, კარგი შანსი შექმნა. ჯიმი კარგი ბიჭია, თუმცა ბოლოს შეცდომა დაუშვა.

ბიჭები ფსიქიკურად და ფიზიკურად ძალიან დაიღალნენ. სომხეთთან ცვლილებები იქნება. კაკაბაძე დაისვენებს, კაშოც. მეორე მეკარეს მინდა შანსი მივცე. წინა ხაზში მაღალი ფორვარდი გვეყოლება. კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთ. შემადგენლობაში 4-5 ცვლილება იქნება.

დღეს მაკედონიას უკეთესად ვიცნობთ, ვიცით, რა შეუძლია, როგორ თამაშობს. თუმცა ფინალზე ვერ ვისაუბრებ ჯერ, წინ სომხეთთან თამაში გველის და ამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ჩაკვე" ისეთ ფორმაში რომ იყოს, 1.5 წლის წინ რომ იყო, შესაძლოა, ორი გოლი გაეტანა, მაგრამ ჯერ ფორმაში არაა, ტრავმა აქვს. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, ფეხბურთელები 1 თვის შემდეგ კლუბებიდან კარგ ფორმაში დაბრუნდებიან".

მკითხველის კომენტარები / 53 /
რასამბობ ვლადიმირ, შენთუ ევროპაზე გაგვიყვანე გუნდიდან ვინღა გაგიშვებს!?

ყველაფერი რიგზეა.. ფინალს ჩვენთან ვხვდებით და იმედია სტადიონზეც შეგვიშვებენ!

კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს!
Biankonneri
08 ოქტომბერი 2020 23:41
9
ვაისი ასეთი ენაწყლიანი გახსოვთ ვინმეს?ცოტა ზედმეტად პრაგმატულია,მარა ასე მგონია ამ პრაგმატიზმის გარეშე ქართველები ვერ მივაღწევთ შედეგს.რაც უნდა იყოს ეს ვაისის შექმნილი ნაკრებია.5 წელი დიდი დროა,ყველაზე კარგად მან იცის ამ გუნდის და მისი ფეხბურთელების შესაძლებლობები.თუ სამართალია ევროზე გასვლით უნდა დააგვირგვინოს თავისი მუშაობა.ვერ იტყვის კაცი რომ ვაისი სუსტი მწვრთნელია.წარმატებები ვლადიმირ...
Master
08 ოქტომბერი 2020 23:38
7
ვაისმა აღმოაჩინა ჩაკვე კვარა და სხვები ხო? პროსტა დაემთხვა მაგის დროს მოიჩიტნენ... გუნდის თამაშს ვუყურე და კომბინაციური ვერაფერი ვნახე გარდა ინდივიდუალური გარღვევის და ამ დროსაც კი არ იციან რა ქნან მერე და ურტყავენ უაზროდ კარებში.... ეს არაა მწვრთნელობა.
ჰაჰაჰა
09 ოქტომბერი 2020 01:18
17
ჩაკვეტაძის ირგვლივ რა ხდება ვერ ვხვდები? კაცი ამბობს ისეთი საშინელი ტრავმა აქვს რომ გაოცებული ვარ როგორ ათამაშეს გენტის ბოლო თამაშშიო ამ სიტყვებს ჰაერზე ხომ არ იტყოდა ვაისი? ალბათ ნახა თავის თვალით შემდეგ სამედიცინო პერსონალმაც დაუსვა დიაგნოზი ხოდა თუ ასეა ესეიგი ჩაკვეტაძე კიდიათ გენტში? გახოკიძეა არა მისი აგენტი? მოაცილეთ ეგ აშკარად რაღაც ცუდი ხდება გენტში ჩაკვეტაძის ირგვლივ
დარსალია
08 ოქტომბერი 2020 23:58
4
თუ ვაისმა გუნდი ევროპაზე გაიყვანა არანაერად მისი გაშვება არ შეიძელბა. გუნდი შეკრა, თანამედროვე ფეხბურთი აათამაშა, თვითდაჯერებამ მოიმატა და კიდევ ბევრის მიღწევა შეიძლება ამ ბიჭებისგან. თუ ევროპაზე გავედით და მერე შეცვლიან მწვრთნელს ყველაფერი აირევა და დაიწყება უკუსვლა. ერთია შეცვლები დროზე უნდა განახორციელოს, რადგან მოედანზე გასვლის გარდა პირველი 5 წუთიფეხბურთელს თამაშში ჩაჯდომა უნდა და დაწყნარება რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. ვისაც ფეხბურთი დიდ მოედანზე არ უთამაშია მათთვის: მოედნის გარეთ გახურება და შეცვლაზე შესვლა უპრობლემოდ ადვილი არ არის, რაც არ უნდა გახურებული იყოს ფეხბურთელი და განსაკუთღებით ნახევარ დავა და შეტევა პირველი "რივოკი" ყოველთვის გადამღლელია რადგან შედიხარ შეცვლაზე და გინდა რომ თავი გამოიჩინო და აღელვებული ხარ აი ამ პირველი "რივოკის" შემდგომ ტვინიც წყნარდება და ადგილსაც ადვილად არჩევს ფეხბურთელი და თამაშშიც ამის მერე შედის მთლიანად. გადაახვიეთ ლობჟანიძის შესვლა და ნახეთ აქოშინებული, ქვილითაიაც და შენგელიაც. ასე ყველა თუ გინდ რონალდო აიღე. ამის გამო ბოლო წუთებში შეცვლას თამაშის შესაცვლელად აზრი არ აქვს დროის გაყვანის გარდა.
Niko
09 ოქტომბერი 2020 02:22
12
მემგონი ვაისის გადამეტებული შეფასებაა... შეცვლების გარდა კიდევ ბევრი მინუსის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა საშუალო ევროპული დონის მწვრთნელია და თუ გაიყვანა გუნდი ევროპაზე, არ უნდა შეიცვალოს, მარა თვითონ დარჩება რო?
Dato
09 ოქტომბერი 2020 09:20
6
რაც შეიზლება რბილად მინდა გამოვთქვა ჩენი აზრი: ეს კაცი ან შემოგზავნილია, ან ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია!
1) რატომ არ ათამაშებს პრინციპულად ხვიჩას თავის ფლანგზე, სადაც ნებისმიერი გუნდის მცველებს უბრალოდ აწიოკებს, არ ახარებს და ზეპროდუქტიულია?
2) რატომ გამოყავს სასომხეთთან თითქმის მეორე შემადგენლობა, არ იცის რომ მაგათთან წაგებას ყველაზე მტკივნეულად მივიღებთ? რუბინში ხვიჩას ყოველ სამ დღეში ერთხელ ათამაშებენ და ქაჩავს ბიჭი. თუ არა და ერთი ტაიმი მაინც ათამაშე, მეორეში შემოიყვანე. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებს დაღლილ სომეხ მცველებს?
3) რატომ ყავს გუნდში საყვარელი ფეხბურთელები და ძირითადში აწყებინებს, როცა ფორმაშიც არ არიან? პროფესიონალი მწვრთნელი ამას ხმამაღლა მაინც არ უნდა აცხადებდეს, რომ დანარჩენი ბიჭები მორალურად და მენტალურად არ დაითრგუნონ.
4 )რატომ იძლევა ინტერვიუს რუსულად? რუსეთში ვართ, იმათი მწვრთნელია თუ ჩვენ ვართ რუსები? მით უმეტეს, როცა საზიზღრად საუბრობს რუსულად.
5) არც ერთი დამუშავებული კომბინაცია 5 წლის განმავლობაში!
6) შეცვლების დროულად გაკეთებას ეხლა სწავლობს.
7) დისციპლინა არ უვარგა გუნდში. ფეხბურთელი მსაჯთან კამათისთვის არ უდა იღებდეს ყვითელს.
ბოლო ინტერვიუდანაც ნათლად ჩანს, რომ მაგის მომავალი მთლიანად არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. რაის გამარჯვებული წასვლა? ნუ დაგვავიწყდება რა გუნდებთან ჭიდილში გავალთ, ისიც თუ გავედით, ჯერ კიდევ საკითხავია. გუნდის წარმატებები მთლიანად კონკრეტული ფეხბურთელების დამსახურებაა და არა მაგის გენიოსობის. და ბოლოს ჩაკვეტაძის ამბავი.ბიჭი გამოიძახეს, ავარჯიშეს მთელი ეს დღეები და მხოლოდ თამაშის წინ აღმოაჩინეს რონ საშინელი ტრავმა აქვს.
მოკლედ, მე ეს კაცი ან შემოპარული მგონია, ან ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი. თავის დროზე სლოვაკებიც ინდივიდუალურობის ხარჯზე გავიდოდნენ ევროპაზე. ქართველი მწვრთნელი გვჭირდება, უკომპრომისო, მკაცრი და გამოცდილი. იშვიათად შეიყვარებს უცხოელი მელიტონასავით საქართველოს. რა ეტყობა ეხლა ამას რო ჩვენს ქვეყანას პატივს ცემს. ტიპიური გასტროლიორია.
არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ...
09 ოქტომბერი 2020 09:54
41
მაპატიე მეგობარო მაგრამ მწვრთნელობა და გულშემატკივრობა ერთმანეთში გერევა.5 წელია ამ გუნდშია და გინდა თქვა რომ შენ ვაისზე უკეთ იცნობ ამ ფეხბურთელებს?და მასზე უკეთ გაართმევ თავს მწვრთნელობას?მარცხნივ რომ დააყენოს,მარჯვნივ ვინ დააყენოს?კაკაბაძე აწიოს გარემარბად?მის კარიერას მაინც გადახედე რა მიღწევები აქვს.პეტრჟალკა გახსოვს ასეთი კლუბი?ან სლოვაკეთის ნაკრები.ფაქტია გუნდი სტაბილურია და დიდებული შანსი აქვს ევროპაზე ითამაშოს.გულშემატკივარი სხვანაირად აღიქვავს ფეხბურთს.შორიდან ადვილი ჩანს მწვრთნელობა.ტაქტიკას მეტოქიდან,მატჩის მნიშვნელობიდან და საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობიდან გამომდინარე ირჩევს მწვრთნელი და არა გულშემატკივარს რა სურს იმის მიხედვით.ნუ გამოვალთ ყოვლისმცოდნეები.მეც ძალიან გამიკვირდა გუშინ დვალის დაყენება,მაგრამ ფაქტია ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე.ვარჯიშებს ვაისი ატარებს და ის ხედავს ფეხბურთელებს და არა მე და შენ მეგობარო.
Master
09 ოქტომბერი 2020 11:42
2
მომავალში იმედია ქართველი მწვრთნელებიც გამოჩნდებიან ნაკრებისთვის, 1-2 და ვნახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მეგულება ვინმე მზად იყოს ამისთვის. ნაკლი ყველას აქვს, მე რაც არ მომწონს კუს ნაბიჯებით მივდივართ. მწვრთნელის ხელი არ იგრძნობა კომბინაციების, სტანდარტულების,პასებით დახვეწის კუთხით. კაშია ფორმაში არ არის მაგრამ პლიუს-მინუსებით არც სხვების სტატისტიკაა უკეთესი, კვერკველია კი ნათელია რატომაც ამოვარდა ლოკომოტივიდან.,,დამძიმდა" ყველა გაგებით, მაგრამ უკეთესი ვინ გვყავს? სულ მიკვირს შენგელიას და არველაძის მერე 40 წელია გოლზე დაგეშილი თავდამსხმელი როგორ არ გაიზარდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი...
გუსანი
09 ოქტომბერი 2020 11:50
1
ყველა გამოხმაურება
რათქმაუნდა უნდა დარჩეთ ვლადიმერ ! მაგარი ხართ, ძალიან მომეწონა თქვენი გამოყვანილი გუნდიც და ისიც, რომ ცვლილებეს ნელ-ნელა უფრო ადრე და უფრო სწორს აკეთებთ ხოლმე. ვინმე თუ კითხულობდა ჩემ ნაწერებს და ახსოვს, ჩემზე მაგრად ვაისს არავინ აკრიტიკებდა მთელ რიგ ამბებში, მაგრამ დღეს ამ კაცმა შედეგი დადო და ისეთი ნაკრები გამოიყვანა, რომელიც თავად შექმნა. ეს ნაკრები უკვე ვაისის ნაკრებია. მან 3 საოცრად მაგარი რამ გააკეთა გუნდში: 1. ატმოსფერო შექმნა კარგი , რადგან სწორი ფეხბურთელები შეარჩია და ურჩები გაყარა 2. მიაჩვია მაყურებელიც და ფეხბურთელებიც რომ არსებობს ძირითადი ბირთვი, რომელსაც (როგორც არ უნდა არ მომწონდეს ხოლმე ერთი მხრივ დაგვიანებული შეცვლები) ძალიან დიდ ხანს ტოვებს ხოლმე მოედანზე და ამან კარგი ის გააკეთა, რომ გაჩნდა შეგრძნება რომ მტკიცე შემადგენლობა არსებობს და 3. რომ გუნდი სულ შეტევას ეძებს, არაა უაზრო დაროის გაყვანა (ამას ლორიასაც ვუმადლი). ეხლა მინუსებზე აღარ დავწერ ვაისისაზე, რადგან კაცმა ასეთი გამარჯვება გვაჩუქა. დიდი მადლობა ვლადიმერ თქვენ :) და ყველა ფეხბურთელს, სტაფს... ერთი სიტყვა კიდევ ფეხბურთელებზეც. დღეს საუკეთესო ჩემთვის ასევე 3 ფეხბურტელი იყო: 1. კვარაცხელია, 2.ოქრიაშვილი და 3. კვირკველია! დანარჩენები ყველა მაგარი იყო, დიდი მადლობა მათ
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 01:06
15
ჩაკვეზე რა თქვა, ესე იგი ღუპავენ იმ ბელგიაში თუ როგორაა საქმე.
მეორე სასტავის დაყენებას აპირებს სომხებთან
domenti
09 ოქტომბერი 2020 00:02
1
ჯერ წერა ისწავლე გრამატიკულად.მართლა გადაირევი კაცი,სკოლაში არ გივლიათ??? „ რასაა რო წერ“ -რომელ სკოლაში გასწავლეს მე იმ სკოლის მერხებზე მოვჯ.... “არ ათამაშენ“,„გააფუჭენ“,„რასაა რო წერ“...რომელი მიყრუებული სოფლის დიალექტია გამაგებინა ნეტა...
გადასარევი ხარ თუ გიორგი
09 ოქტომბერი 2020 07:06
1
მემგონი შენც უბრლოდ დადიოდი სკოლაში და მეტი არაფერი. ნასწავლის შენ არ გეტყობა არაფერი...
temo
09 ოქტომბერი 2020 20:57
0
რას ნიშნავს კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთო? არ აპირებს ამათ დაყენებას სასტავში? თუ მე ვერ გავიგე
დავით 67
09 ოქტომბერი 2020 02:46
10
ფეხბურთელები რობოტები არ არიან,მითუმეტეს 19-20 წლის ბიჭები, ფაქტი სახეზეა გიორგი ჩაკვეტაძე, 3 თვის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს უწევდა თამაში და კიდევაც აიკიდა უმძიმესი ტრავმა,რომლის შემდეგაც ძალიან ბევრი თავს ანებებს ფეხბურთს, ეს გენტის "დამსახურებაა", ამას მხოლოდ ვაისი არ წყვეტს ითამაშებენ თუ არა ოქრი და კვარაცხელია,შტაბი გადაწყვეტს,ფიზმომზადება,ექიმები და მწვრთნელი, დარწმუნებული ვარ კვარა მაქსიმუმ 1 ტაიმს ითამაშებს სომხეთთან, ამიტომ არის შემცვლელები საჭირო,მაგარი ბიჭები გვყავს,მაგრამ რაოდენობაში გვიჭირს,მაგალითად ზურიკო და ჩაკვეტაძე რომ გვყავდეს უპრობლემოდ ჩავანაცვლებდით ხვიჩას 1 თამაშით.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ 1 კვირაში 3 თამაში ძალიან რთულია,პლიუს არ დაგვავიწყდეს რომ ნაკრების თამაშამდე კლუბებში ჰქონდათ თამაში, თუ მოასწრეს აღდგენა ითამაშებენ თუ არადა ჩანაცვლება მოგვიწევს,რაც სავსებით ლოგიკურია.ასეც და ისეც წარმატებები ჩვენს ბიჭებს სომხეთთან და შემდეგ მაკედონიასთან გველის გენერალური რეპეტიცია. 4 ქულა პროგრამა მინიმუმი იქნება ამ ორ თამაშში,რომ გავაგრძელოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლა
საქართველო
09 ოქტომბერი 2020 04:55
2
ვაისს თუ გავეყრებით, უის არ შევეყაროთ..
gg
09 ოქტომბერი 2020 13:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული