ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა 1:0 სძლია ბელარუსს და ფინალში გავიდა.
მატჩზე გულშემატკივრებს მართალია, დასწრების უფლება არ მისცეს, მაგრამ ისინი მაინც შეიკრიბნენ, ეროვნული გუნდი სტადიონზე გამამხნევებელი შეძახილებით შეაცილეს, თამაშისას არენის გარეთ უქომაგეს, შემდეგ კი გამარჯვება ქუჩაში მიულოცეს.
და ისმის ლოგიკური კითხვა: ხომ შეიძლებოდა მათი სტადიონზე უსაფრთხოების ყველა წესებით შეშვება, მაშინ, როდესაც არენის გარეთ ყოველგვარი სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე მაინც შეიკრიბნენ?
განსაკუთრებით ისაა გენიალური, რომ წერს რატომ ყველა არ დააპატიმრესო. სად იბადებიან ასეთები, ვინ არიან, სად იზრდებოდნენ?