ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ კოსოვოს დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მიმაჩნია, რომ მაკედონიელებთან ერთად ეს სიხარული დავიმსახურეთ. ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, მაგრამ მიწაზე უნდა დავეშვათ, ორ დღეში ერთა ლიგის თამაში გვაქვს. ხალხის მხარდაჭერას ცარიელი ტრიბუნების მიუხედავად ვგრძნობდით. ეს გამარჯვება მაკედონიური ფეხბურთის ყველა წარმომადგენელს ეკუთვნის.
უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. საქართველოსთან ფინალური თამაში გვაქვს. მას ისტორიული შემიძლია ვუწოდო. ევრო 2020-ზე გასვლის იმედი გვაქვს. 14 ოქტომბერს საქართველოს კიდევ ერთხელ ვეთამაშებით და ეს კარგია, ამ გუნდს უკეთ შევისწავლით.
კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, ფეხბურთი შეიცვალა, თუმცა ჩვენი გულშემატკივრების გასახარად მაინც ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა ანგელოვსკიმ.