ტრიჩკოვსკიმ, რომელმაც ლორიას 2 გოლი გაუტანა: საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე C ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის 32 წლის თავდამსხმელმა ივან ტრიჩკოვსკიმ თავისი გუნდის შანსები შეაფასა. სხვათა შორის, ეს ის ტრიჩკოვსკია, რომლის დუბლით ლარნაკას აეკ-მა პირველ მარტს კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" 2:1 დაამარცხა (იხ. ვიდეო).

ტრიჩკოვსკი ადრე "ვარდარის", "რაბოტნიჩკის", "ცრვენა ზვეზდას", "ენოსისის","აპოელის", "ბრიუგეს", "ბევერენის", "ალ-ნასრისა" და "ლეგიას" ღირსებას იცავდა, აეკ-ში კი 2016 წელს გადავიდა. მან ნაკრებში 56 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

"ყოფილი საბჭოთა კავშირის გუნდებთან მოვხვდით. ძალიან რთული ჯგუფია, უხერხული მეტოქეებით და მაღალი პოტენციალით.

თუმცა,
პირადად მე ვთვლი, რომ მაკედონიას საკმარისი ძალა, ცოდნა და უპირატესობა გააჩნია, რათა ისევე როგორც პირველი გათამაშებისას, კვლავ პირველ ადგილზე გავიდეს ჯგუფში.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, ეს თაობა წარმატებულ ასპარეზობას გააგრძელებს. ყველას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ, მაგრამ მაკედონიამ ჯგუფი უნდა მოიგოს", - განუცხადა ტრიჩკოვსკიმ sportmedia.mk-ის.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს უმასპინძლებს და არაა გამორიცხული, ფინალში "ჯვაროსნებს" შეხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლორიას არ აყენებს საერთოდ....
0
ისე ლაპარაკობს გეგონება ლიგის ფინალში გავიდა. ფარჩაკების ჩემპიონატში რო თამაშობ ჩუმად მაინც იყავი და თუ ბობოლებთან გააღწიე მერე იტრაბახე
შოკირებული გულშემატკივარი
12:02 07-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული