"ჯვაროსნებთან" მატჩისთვის სომხეთის ნაკრებს მხითარიანი დაუბრუნდა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდება. როგორც იცით, უეფას გადაწყვეტილებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის გამო, მატჩი ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდება.

სომხეთის ნაკრებმა პოლონეთში გამგზავრების წინ ერევანში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდს დაუბრუნდა მისი ტრავმამორჩენილი ლიდერი და კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც ბოლოს 8 აგვისტოს ბოსნიასთან ითამაშა და მას შემდეგ 6 მატჩი გამოტოვა.

სომხეთის ეროვნული გუნდი ტურნირზე პირველ ტურში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს 2:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გამოუშვით!!!დიდი იმედი მაქვს გამოვლენ ბიჭები გუშინდელი ეიფორიიდან,რაც არც ისე მარტივია და ამ ორ თამაშში 4 ქულას,როგორც პროგრამა მინიმუმს ავიღებთ.არანაკლებ პრინციპულია სომხებთან თამაში,წარმატებები ბიჭებო
საქართველო
09 ოქტომბერი 2020 23:55
1
ესღა გვაკლდა. მაინც და მაინც ჩვენთან თამაშის დროს ბრუნდება. ნათელია, რომ სომხები როგორც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენთან თამაშს. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ნორმალური და ადეკვატურია ვაისი, როცა 5-6 ძირითადის ფეხბურთელს გადაუწყვიტა დასვენება? თუ ამათ 3 თამაშის ზედიზედ ჩატარება არ შეუძლიათ, ფეხბურთელები კი არა, ნარკომანები ყოფილან. არადა, 5 ზამენის უფლება გაქვს, ნახევარი სასტავი შეგიძლია შეცვალო, ერთი ტაიმი მაინც ათამაშე ბიჭები. ერთი უთვისტომო და უსაზიზღრესი მწვრთნელია. ელემენტარული მისალმება არ ისწავლა ქართულად ზრდილობის გულისთვის მაინც. ზის და რუსულად მესაუბრება აქ კიდევ. მე მაგ საბჭოეთში ჩარჩენილი ვანიასი არ მჯერა და მთელ იმედებს მხოლოდ ბიჭების შემართებაზე ვამყარებ. გისურვებთ წარმატებას ბიჭებო და იმედია არ შეგვარცხვენთ სომხებთან.
არასოდეს მჯეროდა ვაისის
10 ოქტომბერი 2020 01:58
39
ძალიან შორს ხარ მეგობარო პროფესიონალური ფეხბურთისგან, აბა გადახედე ბოლო დღეებში რამდენი თამაში აქვთ ჩატარებული ბიჭებს, მანამდე კლუბებშიც ჰქონდათ თამაშები ეს ერთი,მეორე სამ დღეში ერთხელ თამაში ძალიან რთულია ეს ახალი მემგონი არაა ვისაც ფეხბურთი ესმის,რა შუაშია ნარკომანი საერთოდ. მესამე აბა განაცხადებს გადახედე პრემიერლიგის გუნდების ახალი წლების პერიოდში, სულ როტაცია მიდის ფეხბურთელების,მითუმეტეს ყველას ერთნაირად აღდგენის უნარი არ აქვს,მოკლედ გაერკვიე მეგობარო უკეთესად და დაუმსახურებლად შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ მწვრთნელებს და ბიჭებს,ტეხავს!
საქართველო
10 ოქტომბერი 2020 07:53
2
არ გიშველიიიიიით ცავატანემ
War
10 ოქტომბერი 2020 03:02
3
კავკასიაში ყველა ჩვენ გვებლატავება, არც აზერები და არც სომხები არ მიგვიჩნევენ რამე პრობლემად , არადა სადააა სამართალი? ფეხბურთი მაგათზე უკეთესად ნაღდად გამოგვდის! უმნიშვნელოვანესი თამაშია ! ბელორუსია უკვე ისტორია და ეს ფეხბურთი კიდე თქვენი პროფესია ( ანუ თქვენი ბავშვობის ოცნება) ხოდა ერთი მოგება არააა საკმარისი , უნდა მოიგოთ ბევრჯერ რო ელიტაში აღზევდეთ და შემდეგ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს, თორე დავრჩებით ისევ ერთი თამაშის გუნდად, წელიწადში რო ყარაულის თოფივით გვივარდებოდა და კიდე ორჯერ-სამჯერ ვაჟკაცურად რო ვაგებდით გრანდებთან, ( სინამდვილეში როცა გრანდები მოუმატებდნენ ტემპს და როცა დაჭირდებიდათ მაშინ დაგვარჭობდნენ გოლს და თან ჩვენც გვაძლევდნენ ბურთის გორაობის უფლებას და ეს გვიხაროდა) და მინდა ეს მარაზმი დამთავრდეს , სომხეთი არც გერმანიაა და არც იტალია , ერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა ჩვენსავით და უნდა მოვუგოთ , იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება და ჩვენ უფრო უკეთესი გუნდი გვყავს ამ ერაპზე. ( არაფერი საწინააღმდეგო მაქ სომხებთან , პირიქით მეგობრები მყავს)
Vasili
10 ოქტომბერი 2020 01:16
7
სომხეთი ომშია ჩაბმული,ვასილი და მათი ნაკრებისათვის,ახლა გამარჯვება,ომში გამარჯვებას ნიშნავს,ხოლო ჩვენთან გამარჯვება,მათ გულშემატკივარს,მსოფლიოს ჩემპიონობაზეც მეტად გაუხარდებათ.ვხუმრობ რა თქმა უნდა,მაგრამ მართლაც თავებს შემოგვაკლავენ,იმ 7-0-ს შემდეგ.2008 წელი,ომის დღეები და ჩვენი ბიჭების გამოსვლა გაიხსენეთ,ოლიმპიადაზე.ძალიან მძიმე თამაში გველის და იქვე,კიდევ მესამე დღეს,მაკედონიაში თამაში.უმძიმესი კვირა გველის და ძალიან მეშინია სერიოზული ტრავმების,გადაღლილობის ფონზე.
სოსო
10 ოქტომბერი 2020 10:45
1
თუ თამაშის ხარისხი არ გავაუმჯობესეთ და საგოლე მომენტები არ გამოვიყენეთ, მარტო პენალტის იმედად ყოფნა უაზრობაა.სომხეთთან კი არა, ნებისმიერთან გაგვიჭირდება მოგება. იმედი მაქვს, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს გუნდი. თითოეული ასი პროცენტით დაიხარჯება და შედეგსაც მივაღწევთ
: )))))))
10 ოქტომბერი 2020 14:39
0
ძალიანაც კარგი თუ ითამაშებს, მაგათვის ჩვენთან თამაში ევროპის ფინალის ტოლია, იმედია ჩვენი ბიჭები კარგად ითამაშებენ და ამდენ საგოლე მომენტებს არ გააფუჭებენ. წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
x.x
10 ოქტომბერი 2020 12:51
4
ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე , დაეშვით მიწაზე !!!
x.x. s
10 ოქტომბერი 2020 13:23
9
მე ვფიქრობ რომ კაია ხითარიანის დაბრუნებაც საქართველოს ნაკრების მცველებს ჯერ ძლიერ თავდასხმელთან არ უთამაშიათ და უფრო გამოჩნდება თავიაანთი მინუსები რომელსაც მაკედონიასთან გამოასწორებენ.
გურო
10 ოქტომბერი 2020 08:35
0
სოსოს-ს გასაგებია მეგობარო, იქ ომია კი ბატონო, მარა ჩვენ არ ვართ აზებაიჯანი. მაგ ლოგიკით საქართველოშიც ომია , ომია არაა ? აბა რა არი დავით გარეჯში რაც ხდება, რუსეთი რო ყოველდღე ღობავს ტერიტორიას, დღესვე სრული იფლება გვაქ შეიარეღებულ შეტაკებებში გადავზარდოთ, იმიტომ რო ჩვენ ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯარი შემოიყვანეს უკანონოდ და აღარ გვიშვებენ, ჩვენ არ გვაქ უფლება თითქოს რო ჩვენი ტერიტორიები შეიარაღებული ძალებით დავიცვათ, ესაა მშვიდობა? აბა კითხეთ იმ ხალხს თავის ეზოებიდან ხან რძალს რო ტაცებენ და ხან კიდე გლებეს რო იტაცებენ, ომი თუ არაა. ჩემი აზრით ჩვენ გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ , სომხებს ომის წარმოების უფლება მაინც აქვთ და ჩვენ ესე ვზივართ და ვუყურებთ ვინ სად აღშფოთდება, ამაში ჩვენი ხალხის ბრალი იმდენი არაა რაც ჩვენ ხელისუფლებებში, ყველა ჩმორი და მედროვე მთავრობა შეგვხვდა, ედიკაც, მიშაც და ბიძინაც, თორე ასეთ რამეს რო ყლაპავს მთავრობა ესეიგი ჩმორი და უთავმოყვარე ხარ! ( მთავრობას ვგულისხმობ) .// ჩვენ ჩვენი ომი გვაქ და იმის გამო რო ყარაბახში ისვრიან ჩვენ ქულების დაკარგვას და სომხებთან წაგებას გაგებით არ უნდა მოვეკიდოთ! პირიქით უნდა მოვიგოთ რო დავანახოთ რო აქ ვართ ქართველები და არ გადავშენებულვართ!! სპორტია და ყველაფერი ხდება მაგრამ მოსაგებია ეს თამაში თორე მოგვიწევს შემდეგი მსოფლიოს ყურება ისევ საქართველოს გარეშე!! ერთი გაფართხალებით არ უნდა ვკმაყოფილდებიდეთ! ისლანდია ნახე რას შვება, რუმინეთს ისლანდიის ხელა სოფლები აქ და დასვა სახში ამხელა ქვეყანა !!
Vasili
10 ოქტომბერი 2020 14:18
2
კვარა და ოქრი თუ დაასვენა ამათან მოგება ძალიან გაგვიჭირდება, ფაქტია რომ ბელარუსთან სიმწვავე მაგათგან მოდიოდა!! სომხეთის ნაკრები შეტევაში ბელარუსზე ბევრად კარგ ფეხბურთს თამაშობს, აი დაცვაში მგონია ბელორუსებს ჩამოუვარდებიან! ვნახოთ ვაისი რა შემადგენლობას დააყენებს, იმის მიხედვით გამოჩნდება ჩვენი შანსები. მხითარიანს რაც შეეხება ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია ამაზე ორი აზრი არააა!
ზაზა
10 ოქტომბერი 2020 13:25
0
მხითარიანი დიდი ძალაა... ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს.
tngh
10 ოქტომბერი 2020 09:56
1
ბოლო თამაშში 90% ჩვენი მოწოდებული აუტი ბრლორუსებს ჩავაბარეთ...არადა აუტი ხო თამაშის შემადგენელია,მისგან როგორც კარგი შეტევის დაწყება,ისე საკუთარ კარში გაჩალიჩებაც შეიძლება...ხოდა მე მგონი ამასაც მიხედვა უნდა.
gogka
10 ოქტომბერი 2020 09:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული