ლევან სალუქვაძე საქართველო ბელარუსზე: "ახლა მოგინდათ ლამაზი თამაში?! ძლივს გავედითო ამბობთ და საქართველოს ნაკრები 70-იანი წლების ბრაზილია გგონიათ?!"

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველო ბელარუსის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"მოვიგეთ ბელარუსთან და გავედით პლეი-ოფში... ეხლა თუ მოვიგებთ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე და თაობების ოცნება ასრულდება.

ბევრი წავიკითხე ძლივს გავედით, ესე გავედით, ისე გავედით... კარგით რა, თქვე კაი ხალხო! თან გავედით და ლამაზად გავიდეთ 70-წლების ბრაზილია ჰომ არ ვართ?!

ვართ საქართველოს ნაკრები და შეეგუეთ და გაუსწორეთ რეალობას თვალი, რომ სადაც მივედით, ძალიან კარგია რომ მივედით.

გვაქვს უნიკალური შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვყავს
გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის ღირსია, მაგრამ მოგვცეს ერთა ლიგით ამის შანსი არ სჯობია გავიდეთ?!

ადრე, რომ ვიტყოდით ანდორასთან მოვიგეთ და თამაში არ მოგვეწონაო, გამოვარდებოდნენ და რა არ მოგეწონათ მთავარია მოვიგეთო და ეხლა რა მოწონება-არმოწონებაზე დამიწყეთ საუბარი ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მერე?!

მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ირლანდიას და ალბანეთს ასჯერ შევხვდით უკვე და ნიდერლანდებთან ერთხელაც არ გვითამაშია.

მაკედონია ძალიან ძლიერი გუნდია და მგონია, რომ იქ თამაში იქნება დაზვერვა და ფინალური მატჩისთვის მზადება.

სიმართლე გითხრათ, მეც შემტევი და აქტიური ფეხბურთის მოყვარული ვარ, ეს არაერთხელ მინახავს და მინდა კიდევ ვნახო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ თამაშში მთავარია გავიდეთ და როგორ მოხდება ეს ენა არ მომიბრუნდება.

ერთადერთი ენა მომიბრუნდება იმაზე, რომ დააყენეთ ეს კვარაცხელია თავის ადგილას რა... რა კარგი ბიჭია და "თამაში გააკეთა". საუკეთესოა და იმ პოზიციაზე დააყენეთ რაც "რუბინში" აქვს.

მარცხენა ფლანგზეა მაგის ადგილი და ასე არის ბავშვობიდან. მოკლედ, ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
100% მართალი ხარ ლევან,კვარას შესახებაც მართალია,ამ ბიჭმა ბოლო თამაშები უნდა ითამაშოს მარცხნივ,რომ ფინალში ადაპტირებული იყოს. პ.ს.მართლა მაინტერესებს და იქნება ვინმემ იცოდეს და მიპასუხოს ხარაიშვილის შესახებ,რა ხდება ამ ბიჭის თავს?მე ვფიქრობ,რომ ნაკრებს იმსახურებს,ყოველ შემთხვევაში გამოსაცდელ დროს მაინც.
sake
17:55 13-10-2020
1
ევროპაზეც და მსოფლიოზეც ჩვენზე ბევრად უფრო სუსტ გუნდებსაც უთამაშიათ,ასე რომ დააყენეთ და უგულშემატკივრეთ ნაკრებს ან სხვა სპორტზე გადადით და მეორე,საერთოდ არ მაინტერესებს,ლამაზად,ლოგიკურად,კარგი გოლებით,ფორით თუ რითი მოვიგებთ,მთავარია მოვიგოთ და თუ გინდა თავის კარში შეუგდიათ გოლები მაკედონიელებს,მთავარია ოცნება ავიხდინოთ და იქ ევროპაზე მოვხვდეთ და ისტორია დავწეროთ,ერთი წამით რომ წარმოვიდგენ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატისთვის როგორ ვემზადებით,იტალიის,გერმანიის,ესპანეთის და ა.შ. საგულშემატკივროთ და 2021 წელს რომ საქართველოს საგულშემატკივროთ მოემზადება მთელი ქვეყანა,მბურძგლავს. ამიტომ პრეტენზიები თქვენთვის შეინახეთ დროებით,გავერთიანდეთ და შემდეგ მაკედონია კი მთელი იუგოსლავია გამოუშვით თუ გინდათ.
საქართველო
04:18 11-10-2020
2

სიახლეები პოპულარული