ჰენრიხ მხითარიანი: საქართველოს კარგი თამაში არაფერს ნიშნავს - უნდა გავაოცოთ

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრები გუშინ ჩაფრინდა პოლონეთში და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგაზე მატჩისათვის სამზადისს შეუდგა. ტრავმით გამოწვეული 14-თვიანი პაუზის შემდეგ მეტოქე გუნდს მისი კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი დაუბრუნდა, რომელმაც პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ბიჩახჩიანთან ერთად პირველად ვივარჯიშე, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სწავლის სურვილი აქვს. თუ იშრომებს, ბევრს მიაღწევს. ჩვენ ახალგაზრდების დახმარებას ვცდილობთ. ნაკრები ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთის დასახმარებლად მზადაა.

მომავალი შეხვედრის მნიშვნელობა გვესმის, გამარჯვებისა და სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველოს თამაში გავაანალიზეთ. უკანასკნელი მატჩები ურიგოდ არ ჩაატარეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ვეცდებით
მეტოქე გავაოცოთ და წარმატებას მივაღწიოთ".

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პოლონეთის ქალაქ ტიხში 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ნებისმიერი სომეხი ყარაბახის დაკარგვას უფრო იოლად გადაიტანს,ვიდრე ჩვენთან წაგებას.ამ ტურნირში მათი უპირველესი მიზანი ჩვენი გამწარებაა და და თუ ეს სურვილი აისრულეს, ჩათვლიან, რომ მთავარი ამოცანა შესრულებულია. ჩვენი ფეხბურთელებისთვის კი, ამ თამაშს,მხოლოდ სატურნირო დატვირთვა აქვს. საქართველოს ნაკრებში,არ მეგულება კაცი, რომელიც ამ თამაშის მნიშვნელობას და სხვა თამაშებიდან მის განსხვავებულ დატვირთვას აუხსნის თითოეულ ქართველ ფეხბურთელს.
დ.დ.
22:42 10-10-2020
10
Xoda darchebi xvale ase gaocebuli chemo henrix
Besa
21:08 10-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული