სომხეთი
გუნდების წინასამატჩო მდგომარეობას რაც შეეხება, სომხებმა წაგებათა ზედიზედ 4 მატჩიანი სერია ესტონეთთან დაასრულეს და მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს კარაპეტიანმა კორიანის გადაცემით ისარგებლა, 20 წუთში კი ანგულომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხოაკინ
საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ძირითადი მარჯვენა მცველი ჰოვჰანეს ამბარძუმიანი, რომელიც აღნიშნულ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეხვედრათა განმავლობაში, სომეხთა შეტევების 44% სწორედ მარჯვენა ფლანზე მოდის, რაც "ანორთოსისის" ფლანგის მცველს უნდა დავუკავშიროთ. შესაბამისად, მისი არ ყოფნა, კიპაროსისთვის არც თუ კარგი ვარიანტია.
მიუხედავად ამისა, გუნდს დაუბრუნდა გამორჩეული ფეხბურთელი ჰენრიკ მხითარიანი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ამჟამად ოპტიმალურ ფორმაშია. სომხეთის შეტევითი პოტენციალი, რომელიც ამ დრომდე არც თუ ცუდი იყო, "რომას" ნახევარმცველის ფონზე უფრო გაიზრდება.
საინტერესოა, რომ სტატისტიკურად, სომხეთი ყველა მეორე შემთხვევაში კარისკენ საჯარიმოს გარედან არტყამს.
საქართველო
ვლადიმერ ვაისის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალურ რაუნდში ბელარუსი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ჩრდ. მაკედონიას უნდა დაუპირისპირდეს. "ჯვაროსნებმა" მე-7 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ აქცენტი, აშკარად, პრაგმატულ ფეხბურთზე გააკეთეს და გულშემატკივარს შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი შესთავაზეს.
გუნდმა ბელარუსის წინააღმდეგ ძალიან დიდი ენერგია დახარჯა. ყველაფერთან ერთად, ქართველთა ემოციური მდგომარეობა აღნიშნული მატჩის წინ მეტოქისგან განსხვავებით რადიკალურად განსხვავებულია.
წინა შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაცვაში თამაში შეუძლია, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბელარუსთა შეტევა არც თუ დიდი კრეატივით გამოირჩეოდა. შესაბამისად, სომხეთთან დიდი კონცენტრაცია და ყურადღებაა საჭირო.
რაც შეეხება გუნდის შემტევ ფაზაში პროდუქტიულობას, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდიალურად საკმაოდ ტექნიკური მოთამაშეები გვყავს, რეზულტატის სახით კომბინაციურ ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ. სამაგიეროდ, კვარაცხელიას, ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის შემხედვარე, მეტოქეთა დაცვით ხაზსს არც თუ იოლი მატჩის ჩატარება მოუწევს.
მეტოქის მსგავსად, "ჯვაროსნები" სავარაუდოდ 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებენ და სავარაუდოდ, ვაისი მნიშვნელოვან გადაადგილებებს არ განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. ასევე იუქმებს დავით ხოჭოლავაც.
საინტერესო ფაქტები
- ხოაკინ კიპაროსმა სომხეთის თავკაცის რანგში უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთიც კი ჩრდ. მაკედონიასთან დათმო. ყველაფერთან ერთად, სომხეთმა 3 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.
- ოფიციალური მატჩების ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები აგერ უკვე 7 შეხვედრაა დაუმარცხებლად ასპარეზობს.
- საინტერესოა, რომ უკვე 238 წუთია საქართველოს გოლი თამაშიდან არ გაუტანია. ბოლო ორ მატჩში ვაისის შეგირდებმა თავი ორჯერ გამოიჩინეს და ორივე შემთხვევაში ეს თერთმეტმეტრიანით მოახერხეს.
- ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 5-ჯერ აქვთ ნათამაშები. 3 შემთხვევაში ქართველებმა გაიმარჯვეს, ერთ შემთხვევაში სომხებმა ივარგეს, ერთხელ კი გუნდები საყაიმო ანგარიშს დასჯერდნენ. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ნაკრებთა პირველი მატჩი საქართველოს გამარჯვებით, 7:0 დასრულდა.
- საყურადღებოა სომხების თავდამსხმელი ალექსანდრ კარაპეტიანი, რომელმაც ესტონეთთან გატანილ გოლთან ერთად, პირად ანგარიშზე ასისტიც მიითვალა.
საქართველო - სომხეთი 5 ნათამაშები მატჩის ისტორია[VIDEO]
"ჯვაროსნებთან" მატჩისთვის სომხეთის ნაკრებს მხითარიანი დაუბრუნდა
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პოლონეთში გაიმართება