კაპაროსი საქართველოს ნაკრებთან მატჩზე: ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხა.

- ბატონო კაპაროს, მთლიანობაში შეაფასეთ თამაში.
- ძირითადად მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ცუდად არ დაგვიწყია, მეტოქესაც კარგი მომენტები ჰქონდა. ეს ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო.

- საქართველოს ნაკრებმა გაგაკვირვათ? რას ელოდით?
- საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არ გამაკვირვა.

- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმის ნაწილი ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმზე
უარესად ჩაატარეს?
- ფეხბურთში მეტოქე შენზე ზეწოლას ახორციელებს და სირთულეებს გიქმნის. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ნაკლები მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორი გოლი გაგვიტანეს.

- ხორენ ბაირამიანმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. როგორ შეაფასებთ მის თამაშს.
- ხორენი კარგი ფეხბურთელია და ყოველთვის უკეთესად თამაშობს.

- დღევანდელი ფრის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ესტონეთის დამარცხება. გამთანგველი თამაშის გათვალისწინებით, შემადგენლობას შეცვლით?
- მოვიცადოთ, ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ბებიაშენისა. პირველი ტაიმი შეიძლება კიდევ თანაბრად ჩავთვალოთ, მეორე კი პირწმინდად წააგეთ, როგორც თამაშით ისე ანგარიშით. თქვენს "პელესაც" ვაკვირდებოდით. დიდი არაფერი. ყველაფერს მაინც მომავალი გვიჩვენებს.
ჟორჟი საფრანგეთიდან.
14:56 12-10-2020
0
ყოჩაღ სომხებს! თავისებურად მოაზროვნე მწვრთნელი უნახიათ)
ბათუმის ფანი
13:10 12-10-2020
0

სიახლეები პოპულარული