ერთა ლიგაზე სომხეთთან ნამატჩევს (2:2) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საიტთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და სამი ქულა ავიღოთ".