ნიკა კაჭარავა: გულდასაწყვეტია, მაგრამ ყველაფერი წინ არის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებსაც გაუტანა გოლი და ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"ნაკრებში გატანილი გოლი ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე, გულდასაწყვეტია საბოლოო შედეგი. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება.

რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, ისევ თანაბარი ქულები გვაქვს ჯგუფის სათავეში. შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
გულდასაწყვეტი ის არის, რომ ძალიან ბევრ მომენტს ვანიავებთ და კაჭარავაც მონაწილეობს მაგაში. სულ ცოტა, ერთი ასი კი არა, ორასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა.
: )))))))
18:33 12-10-2020
0

სიახლეები პოპულარული