საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს 5 მოთამაშე დააკლდება. ესენია: გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ოთარ კაკაბაძე და გიორგი აბურჯანია.

ამ ხუთეულიდან სამს ტრავმა აწუხებს (ჩაკვეტაძეს, კაშიასა და კაკაბაძეს), ჯაბა გუშინდელ მატჩში მიღებული ყვითლის გამო გამოაკლდება, ხოლო აბურჯანია კლუბში ბრუნდება.

შეგახსენებთ, ეს თამაში არის ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩი და არა პლეი-ოფის ფინალი.

პლეი-ოფის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფის მოგება არ უნდა. სომხებთან 2:2 თამაშის შემდეგ ისეთი განცდა დამრჩა თითქოს წაგვეგოოს.
x.x
12 ოქტომბერი 2020 12:21
2
რა უბედურებაა 21 საათი? ნოემბერში, ქარი, სუსხი, შეიძლება წვიმა. ადრე დაგენიშნათ.
ჰაჰა
12 ოქტომბერი 2020 12:12
7
თბილისის დროით 21 საათი სკოპიეში 19 საათს ნიშნავს...
zura
12 ოქტომბერი 2020 13:54
1
უეფა ნიშნავს დროს, დროის სარტყელის მიხედვით ყველა ქვეყანაში
ლშ
12 ოქტომბერი 2020 12:49
1

სიახლეები პოპულარული